რედაქტორის წინასიტყვაობა / EDITOR'S FOREWORD - TV ერთსულოვნების ეთერში ზაზა ცოტნიაშვილის "კონფლიქტების გაშუქება"



პროფესორი ნინო ჭალაგანიძე

რედაქტორის წინასიტყვაობა


სახელმძღვანელო „კონფლიქტების გაშუქება“ მნიშვნელოვანი რესურსია როგორც სტუდენტებისთვის, ისე მოქმედი ჟურნალისტებისა და დარგით დაინტერესებული მკითხველისთვის, ვინც ცდილობს, გაიაზროს მედიის როლი კონფლიქტების რთულ ლანდშაფტში. თანამედროვე სამყაროში, სადაც ინფორმაციის უხვი ნაკადი მყისიერად ვრცელდება, ხოლო კონფლიქტები - პოლიტიკური, სოციალური, ეთნიკური თუ ეკონომიკური - სულ უფრო რთულ ხასიათს იძენს, მედიის პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ჟურნალისტის ყოველი ქმედება - დაწყებული სიტყვის შერჩევიდან, ვიდრე ფაქტების წარმოჩენამდე - შეიძლება იქცეს დაძაბულობის ესკალაციის ხელშემწყობ, ან პირიქით, დიალოგის უზრუნველყოფის ფაქტორად.

სახელმძღვანელო შეიქმნა იმისთვის, რომ მედიაპრაქტიკოსებს მიაწოდოს პრაქტიკული ინსტრუმენტები, ეთიკური ორიენტირები და თეორიული ცოდნა, რაც აუცილებელია კონფლიქტების პროფესიონალური და სამართლიანი გაშუქებისთვის. ჩვენი მიზანია წარმოვაჩინოთ სამუშაო პროცესის თანმხლები გამოწვევები: მგრძნობიარე თემებისადმი სიფრთხილე, სენსაციონალიზმის, ცრუ ნარატივებისა და მიკერძოების თავიდან აცილება. ამავდროულად, სახელმძღვანელოში ხაზგასმულია მედიის პოტენციალი - იყოს არა მხოლოდ მოვლენების მაუწყებელი, არამედ ხიდი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ნდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებას.





ავტორი ზაზა ცოტნიაშვილი განიხილავს კონფლიქტების გაშუქების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ობიექტურობა, ეთიკა, წყაროებთან მუშაობა, ტრავმისადმი მგრძნობიარე ჟურნალისტიკა და ციფრული ეპოქის გამოწვევები. სახელმძღვანელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ პრაქტიკებს, რომლებიც ხელს უწყობს კონფლიქტების გარშემო კონსტრუქციულ დისკუსიას და გვთავაზობს სტრატეგიებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ ითამაშოს მშვიდობის ხელშემწყობი როლი.

გარკვეული თვალსაზრისით, ეს ნაშრომი კოლექტიური ძალისხმევის შედეგია, ავტორმა თავი მოუყარა ექსპერტთა გამოცდილებას, ჟურნალისტთა პრაქტიკულ ცოდნასა და აკადემიურ კვლევებს. იგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი პროფესიონალებისთვის, ასევე ჟურნალისტიკის სფეროში ახალშემოსულებისთვის, რომლებიც ცდილობენ გაიაზრონ, თუ როგორ გააშუქონ კონფლიქტები პასუხისმგებლობითა და სიზუსტით.

დაბოლოს, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილს, რომელმაც შეაჯამა თავისი მრავალწლიანი შრომა და შესანიშნავი ნაშრომი შესთავაზა ქართველ მკითხველს. აღნიშნული მით უფრო საგულისხმოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი მკითხველი არ არის განებივრებული ქართულენოვანი ორიგინალური სასწავლო მასალებით. 

იმედს ვიტოვებთ, რომ სახელმძღვანელო „კონფლიქტების გაშუქება“ გახდება თქვენი სანდო თანმგზავრი მედიის ამ რთულ სფეროში, რადგან ყოველი სიტყვა და კადრი განმსაზღვრელი შეიძლება გახდეს. 

მადლობა, ძვირფასო მკითხველო, რომ უერთდებით ჩვენს ყველაზე კეთილშობილ, ყველაზე საჭირო მისიას - შევქმნათ ისეთი მედის სივრცე, რომელიც უკეთესი, უფრო სამართლიანი საზოგადოებრივი ფორმირების ხელშემწყობად იქცევა.


Professor Nino Chalaghanidze


EDITOR'S FOREWORD

The textbook, "Coverage of Conflicts" is an important resource for students, practicing journalists, and interested readers seeking to understand the role of media in the complex landscape of conflicts.

In the contemporary world, where abundant flows of information spread instantaneously, and conflicts: political, social, ethnic, or economic - are becoming increasingly complex in nature, the responsibility of media stands particularly acute.

Every action of a journalist, from the choice of words to the presentation of facts, can become a factor facilitating the escalation of tensions or, conversely, ensuring dialogue.

The manual was created to provide media practitioners with practical tools, ethical guidelines, and theoretical knowledge necessary for professional and fair coverage of conflicts. Our aim is to present the challenges accompanying the work process: caution regarding sensitive topics, avoidance of sensationalism, false narratives, and bias. At the same time, the manual emphasizes the potential of media to be not only a transmitter of events, but a bridge that contributes to the establishment of trust and stability in society.

Author Zaza Tsotniashvili examines the theoretical and practical aspects of conflict coverage, including such significant issues as objectivity, ethics, working with sources, trauma-sensitive journalism, and the challenges of the digital age. The manual pays particular attention to practices that promote constructive discussion around conflicts and offers strategies for how media can play a peace-facilitating role.

From a certain perspective, this work is also the result of collective effort, in which the author has drawn upon the experience of experts, the practical knowledge of journalists, and academic research. It is intended for both experienced professionals and newcomers to the field of journalism who seek to understand how to cover conflicts with responsibility and accuracy.

Finally, we express special gratitude to Professor Zaza Tsotniashvili, who has synthesized his many years of work and offered excellent reading material to the Georgian reader. This is all the more noteworthy considering that our readers are not spoiled with Georgian-language original educational materials.

We hope that The textbook, "Coverage of Conflicts" will become your reliable companion in this complex sphere of media, where every word and frame can be decisive.

Thank you, dear reader, for joining our most noble and necessary mission - to create a media space that will contribute to the formation of a better, more just world.





Comments

Popular posts from this blog

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

„კონფლიქტების გაშუქება“ – პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია CIU-ში