ედრიან ჰედლენდი: ზაზა ცოტნიაშვილის „კონფლიქტების გაშუქება”
არსებობს საინსტრუქციო ტექსტების დეფიციტი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ჟურნალისტებს მოემზადონ და საუკეთესო ფორმით გააშუქონ კონფლიქტური სიტუაციები. ნაწილობრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ კონფლიქტის ბუნება ბოლო წლებში იმდენად შეიცვალა, რომ მისი შესწავლა ძნელი აღმოჩნდა.
ოდესღაც კონფლიქტი შედარებით მარტივად იყო წარმოდგენილი, როდესაც ორი არმია ერთმანეთს უპირისპირდებოდა. დღესდღეობით კონფლიქტი გაცილებით რთულადაა ფორმირებული. ახლა კონფლიქტი შეიძლება მოიცავდეს კიბერომს, რომელსაც ახორციელებენ ბოტები და ტროლები, ხელოვნურ ინტელექტს, დეზინფორმაციას, მცდარ ინფორმაციას და სახელმწიფო და არასახელმწიფო ჩარევების ფართო სპექტრს.
კონფლიქტი შეიძლება მოხდეს სხვადასხვა სფეროში, მას შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკური, ტექნოლოგიური, რელიგიური, ეთნიკური თუ, ზოგადად, სოციალური ხასიათი.
ჟურნალისტისთვის ამჟამინდელი სიტუაცია წარმოადგენს უკიდურესად რთულ გარემოს. არსებობს მრავალი დაბრკოლება კონფლიქტის სამართლიანი, ინფორმირებული, ჭეშმარიტი ფორმით გაშუქებისთვის, რომელიც არ უწყობს ხელს დაძაბულობის გაზრდას და განხეთქილებების გაღრმავებას.
ახალი სახელმძღვანელო, “კონფლიქტების გაშუქება”, ზაზა ცოტნიაშვილის ავტორობით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მოქმედი ჟურნალისტების საქმიანობაში, ის დაეხმარება ჟურნალისტიკის პროფესორებსა და სტუდენტებს – გაუმკლავდნენ კონფლიქტების გაშუქების ახალ რთულ და ხშირად გაუცნობ ფორმებსა და ტენდენციებს.
წიგნი იკვლევს კონფლიქტების სხვადასხვა ტიპს და ჟურნალისტურ სტრატეგიებს ყველაზე ზუსტი, სამართლიანი და ისტორიულად მართებული ინფორმაციის გამოყენებით.
ზაზა ცოტნიაშვილის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა კონფლიქტების უახლესი შემთხვევების კვლევა; შესანიშნავადაა გაანალიზებული, მაგალითად, უკრაინაში, ისრაელ-პალესტინისა და სირიაში მიმდინარე პროცესები, რასაც სასწავლო დანიშნულება აქვს. თითოეული ეს ქეისი სახელმძღვანელოს მკაფიო ხედვას სძენს; კონფლიქტების ანალიზი რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით უაღრესად საინტერესოდაა ჩამოყალიბებული.
წიგნის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა ის, თუ როგორი მიდგომით გვთავაზობს ზაზა ცოტნიაშვილი სხვადასხვა პრემიის მფლობელი ჟურნალისტების გამოცდილებას, დეტალურად აღწერს, თუ როგორ ცდილობდნენ ისინი თავიანთი რეპორტაჟები პასუხისმგებლიანი, ემპათიური და ფაქტობრივი გაეხადათ. ამ ჟურნალისტებს შორისაა ისეთი ცნობილი სახელები, როგორებიცაა: ჯონ პილჯერი, ჯერემი ბოუენი, კრის ჰეჯესი, რიშარდ კაპუშჩინსკი, შოშანა ზუბოფი, Bellingcat-ის დამფუძნებელი ელიოტ ჰიგინსი, მარი კოლვინი, ნაომი კლაინი, ელიზაბეტ კოლბერტი და მარია რესა. ჟურნალისტის პროფესიის დაუფლება ასეთი ტიტანების მაგალითზე სტუდენტთა წარმატებას გარდაუვალს ხდის.
ავტორი არა მხოლოდ იმოწმებს ცნობილ ჟურნალისტებს, არამედ აკრიტიკებს კიდეც მათ მიდგომებს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი მეთოდების წარმატებულობასა თუ წარუმატებლობას. რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკის სტუდენტებს მრავალი საფიქრალი და საწერი ექნებათ სახელმძღვანელოზე მუშაობის პროცესში.
კონფლიქტების გაშუქება მოიცავს მრავალ სავარჯიშოსა და დავალებას, ასევე ლექციების იდეებს ჟურნალისტიკის პროფესორებისთვის. ეს სახელმძღვანელოს ღირებულ რესურსად აქცევს ნებისმიერი ჟურნალისტიკის ფაკულტეტისა თუ დეპარტამენტისთვის.
წიგნს აქვს ძლიერი და მნიშვნელოვანი აქცენტი ეთიკაზე კონფლიქტების გაშუქებისას. აქვე შეხვდებით ქვეთავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვან ჟურნალისტებმა საკუთარი უსაფრთხოება მაქსიმალურად, როდესაც ისინი მუშაობენ ამ ზოგჯერ ძალადობრივ, ხშირად საშიშ სიტუაციებში.
ავტორის წარმომავლობიდან გამომდინარე, წიგნს ბუნებრივად აქვს ქართული გამოცდილება ცენტრალურ განზომილებად. კვლევების, მაგალითებისა და დავალებების უმეტესობა დაფუძნებულია საქართველოს უახლეს ისტორიაზე. ქართულ-ოსური კონფლიქტი, მაგალითად, განხილულია საკმაროდ დეტალურად, ისევე როგორც ქართული მოვლენები, როგორებიცაა დავით გარეჯის საქმე, ჭიათურა/ტყიბულის მაღაროელთა გაფიცვები, #MeToo და ქალთა მოძრაობების გაჩენა საქართველოში.
საბოლოო ჯამში, ზაზა ცოტნიაშვილის სახელმძღვანელო, „კონფლიქტების გაშუქება“, არის შესანიშნავი, თანამედროვე და აუცილებელი გზამკვლევი ჟურნალისტისთვის, სტუდენტისთვის ან ჟურნალისტიკის პროფესორისთვის და ჩვენს მტკიცე რეკომენდაციას იმსახურებს.
COVERAGE OF CONFLICTS, BY ZAZA TSOTNIASHVILI
There is a shortage of instructional texts about how journalists can prepare for and best cover situations of conflict. In part, this is because the nature of conflict has changed so much in recent years, it has been difficult to keep up.
Once, conflict was a relatively simple affair with two armies lining up to face each other. Nowadays, conflict is much more complicated.
Now conflict could involve cyberwarfare actioned by bots and trolls, artificial intelligence, misinformation, disinformation and a wide range of state and non-state interventions.
Conflict can also happen over a wide range of areas from economic and technological conflict to religious, ethnic and social confrontation.
For the journalist, the current situation represents an extremely challenging environment. There are many obstacles to covering conflict in a way that is fair, informed, truthful and which doesn’t contribute to the heightening of tensions and the deepening of divisions.
This new textbook, Coverage of Conflicts, by Zaza Tsotniashvili, goes a considerable way to helping journalists, teachers and students of journalism, cope with the new shape and trends of conflict reporting.
The book examines different types of conflict and different journalistic strategies for presenting the most accurate, fair and historically valid accounts.
One of the strengths of Tsotniashvili’s textbook is the use of contemporary case studies from Ukraine to events in Israel-Palestine and Syria. Each of these gives this work a fresh perspective and roots its analysis and lessons in real life events.
Another strength of the book is the way in which Tsotniashvili refers to the approach of prize-winning journalists and details how they have tried to make their reportage responsible, empathetic and factual. These journalists include famous names such as John Pilger, Jeremy Bowen, Chris Hedges, Ryszard Kapuściński, Shoshana Zuboff, Bellingcat founder Eliot Higgins, Marie Colvin, Naomi Klein, Elizabeth Kolbert and Maria Ressa. With the guidance of such titans of the journalistic profession, student success would seem inevitable.
Tsotniashvili does not merely take these famous journalists at their word, he critiques their approaches and raises questions about the success or otherwise of their methods. Certainly, students of journalism will be given much to think and write about.
Coverage of conflicts contains many exercises and assignments as well as lecture ideas for journalism teachers. This makes it a valuable resource for any journalism school or department.
The book has a strong, and important, focus on the ethics of reporting in conflict. It also has a section on how to ensure journalists are as safe as possible when they are working in these sometimes violent, often dangerous, situations.
Due to the background of the author, the book naturally has the Georgian experience as a central dimension. Many of the case studies, examples and assignments are rooted in Georgia’s recent history.
The Georgian-Osettian conflict, for example, is discussed in some detail along with Georgian events such as the David Gareja Case, the Chiatura/Tkibuli Miners' Strikes and the emergence of the #MeToo and Women's Movements in Georgia.
All in all, Tsotniashvili’s textbook, Coverage of Conflicts, is an excellent, up-to-date and essential guide for the journalist, student or teacher of journalism and is highly recommended.
Adrian Hadland
Professor of Journalism and Media Studies,
Division of Communications, Media and Culture,
University of Stirling (UK)
Comments
Post a Comment