Posts

Showing posts from 2021

დეზინფორმაციის მთავარი მიზანი საზოგადოების გახლეჩაა

Image
TV იმედი, თამარ ცაგარეიშვილის საავტორო გადაცემა "შემდეგი გაჩერება" მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ტრადიციულად მაღალი კულტურის ქვეყანაში დეზინფორმაციით ბრძოლა საკუთარი იდეოლოგიური ღირებულებების გასავრცელებლად შედარებით იაფია, ვიდრე სხვა რესურსების გამოყენება საზოგადოების „გადაბირებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი საზოგადოების მედიაწიგნიერება საინფორმაციო ომის ბუნება ძალიან საშიშია საზოგადოებამ ისეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენი მომავალი თაობებისთვის და მომავალი სახელმწიფოებრიობისთვის სოციალურმა ქსელმა შექმნა ისეთი ვითარება, რომ ყველა შეიძლება გახდეს ჟურნალისტი, ამიტომაა მნიშვნელოვანი ცოდნა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება დეზინფორმაციის მთავარი მიზანი არის საზოგადოების გახლეჩა TV "იმედი", 16:00, 2021.12.25 #მედიისსტანდარტები #მედიაეთიკა #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოებ...

განათლება ქვეყნის პრიორიტეტად უნდა იქცეს

Image

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება

Image
- საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სეგმენტში მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც გულისხმობს ყველა იმ მექანიზმის დანერგვას, რაც აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებული სკოლამდელი განათლების უზრუნველსაყოფად. - კანონპროექტის მიზანი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის რამდენიმე ეტაპიან გეგმაში მოქცევა და პასუხისმგებელი ინსტიტუტების განსაზღვრაა. - პროექტის მიხედვით ავტორიზაციის პროცესს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი" უხელმძღვანელებს, რომელიც წლებია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს მართავს. - აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს პროცესში მონაწილეობის გზით მიიღონ ცოდნა და დააგროვონ გამოცდილება გარდამავალი პერიოდის შემდგომ სისტემის დამოუკიდებლად სამართავად და უფლებამოსილების ეფექტიანად განსახორციელებლად.

ბუსტერი, საერთაშორისო მგზავრობა პანდემიის ეპოქაში

Image
15.10.2021, 21:14 სთ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, მოამბე ჩემი ჩართვა ზალცბურგიდან თემები: -საერთაშორისო მგზავრობა პანდემიის ეპოქაში -"ბუსტერი" -აქტიური სასწავლო პროცესი ზალცბურგის უნივერსიტეტის აუდიტორიებში კორონასთან თანაცხოვრების პირობებში #ავსტრიულიდღიური2021 #ErasmusPlus

უბედური შემთხვევის გაშუქების პრობლემები მედიაში

Image
უბედური შემთხვევის გაშუქების პრობლემები მედიაში გადაცემაში "ჩვენი ოჯახი" TV იმედზე ვისაუბრეთ თანამედროვე მედიის გამოწვევებზე უბედური შემთხვევების გაშუქებისას # ჩემიკომენტარი #ფიქრი - ცუდი ამბავი და სენსაცია ვრცელდება სწრაფად. - საზოგადოების ინტერესი, მოლოდინი და მედიის როლი ტრაგიკული მოვლენების გაშუქებისას. - მაუწყებლობის ძირითადი რეგულაციები და მათი დაცვის პრობლემები. - ჟურნალისტიკა საზოგადოების სამსახურში თუ მისი დათრგუნვის მექანიზმი ?! TV "იმედი", 12:30, 2021.10.10 # მედიისსტანდარტები # მედიაეთიკა #კონფლიქტი # ჰიბრიდულიომი # საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна # ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili # საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

მედია და საზოგადოების პოლარიზაცია

Image
მედია და საზოგადოების პოლარიზაცია საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მეუფე ნიკოლოზთან და მამა ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საინფორმაციო ომი მიმდინარეობს საზოგადოებაზე გავლენის მიზნით; - უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად; - პროპაგანდა იწვევს ქაოსს - თუ რუსული მედიის და ქართული მედიის საქმიანობა თანაბარ შედეგს იწვევს, მაშინ ორივე საინფორმაციო წყარო ერთნაირად საშიშია სტაბილური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის; - დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია, ის უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციულ ღირებულებებს, ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალე საზოგადოებრივ ცხოვრებას, სადაც მედია დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თავისუფალი სიტყვა და მანიპულაცია უნდა გაიმიჯნოს; - პიროვნების თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ეს კულტურა ჩვენთან ჩამოყალიბების პროცესშია; - საზოგადოების მედიაწიგნიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გარეშეც ნებისმიერ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას საკუთარი პოლიტიკურად მოტივირებული შეხედულე...

საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება

Image
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული კვლევაში საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურებისთვის. - სკოლის გამოცდების გაუქმებამ პირველი საგანგაშო შედეგი უკვე მოგვცა, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდება. - აუცილებლად უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაზომვა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. - განათლების სისტემის გრძელვადიანი მოწესრიგების გეგმასთან ერთად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები არსებული კატასტროფული ვითარების აღმოსაფხვრელად. - ცოდნის დონის გაზომვის მექანიზმი, მათ შორის გამოცდა, წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემების მნიშვნელოვანი წარმატების საფუძველია. TV "ობიექტივი", 20:30, 2021.06.18

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!

Image
ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნი...

რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник»

Image
რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник» არქტიკა დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარეა, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ბინადრობს თეთრი დათვი. არქტიკის საერთაშორისო სტატუსი განსაზღვრულია შეთანხმებით - დაყოფილია ხუთ სექტორად, თითოეულზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ: რუსეთი, აშშ, ნორვეგია, კანადა და დანია. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ პოლუსს, რისთვისაც არ იშურებს რესურსებს აქ სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისთვის. ისტორიულად რუსეთი ცდილობს იყოს წარმოდგენილი არქტიკაში. 1933 წლის 1 ივნისს შეიქმნა სსრკ-ს ჩრდილოეთის ფლოტილია, რომელიც 1937 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის ფლოტად. 1954 წლის 17 სექტემბრიდან არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ბირთვული პოლიგონი. არქტიკაში რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, რომელიც 2016 წელს გადაეცა ექსპლუატაციაში, «Аркт...

კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდა...

Image
კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა "ვაზვრატების" მოთხოვნის მიზნით კიბერშეტევები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით. ახლახანს ვიხილეთ ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე განხორციელებული თავდასხმა თანხის მოთხოვნით, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის კრიზისი მთელ რიგ შტატებში; ასეთივე ხასიათის იყო თავდასხმა Apple-ზე. FBI-ის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. კიბერკრიმინალს უკვე მოჰყვა ნეგატიური შედეგები, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეფერხდა. პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ "ბერკეტები", რომ შეაჩერონ ასეთი თავდასხმები. აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერკრიმ...

ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ -...

Image
ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ - ეკლესია?! სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მეორედ უმასპინძლა. ეს უკანასკნელი დამასკოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა. ვიზიტის "განსაკუთრებულობა" განაპირობა სეპარატისტების წარმომადგენლისა და ანტიოქიის (სირიის) პატრიარქის იოანე X-ეს "თბილმა" შეხვედრამ. იოანე X: „ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს ვიზიტს (სირიაში), თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მთელ აფხაზ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და ყველაფერ საუკეთესოს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით.“ ციტატიდან იკვეთება რუსეთთან შეთანხმებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები. კანონიკურად ქრისტიანული სამყარო აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდ...

მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78)

Image
მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78) მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78) 2017 წელს მიიღო აშშ-ის საზღვაო ფლოტმა. 100 000 ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 90-ზე მეტი მფრინავი აპარატის გადატანა შეუძლია, მათ შორის: მე-5 თაობის გამანადგურებელი გემბანის თვითმფრინავი F-35, გამანადგურებელი-მოიერიშე F/A-18E/F Super Hornet, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი MH-60R/S და უამრავი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი. ხომალდი შეიარაღებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებით: Raytheon-ის რაკეტები ESSM, რომლებიც განლაგებულია რვა გამშვებ კონტეინერში – თითოში 38 რაკეტა; ახლო რადიუსში მოქმედებისთვის - რაკეტები RAM, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – Evolved Sea Sparrow. ეკიპაჟის შემადგენლობაში 4500-4700 პერსონალია. ხომალდში ორი ატომური რეაქტორია განთავსებული. თითოეულ მათგანს 300 მეგავატის გენერირება შეუძლია. ბირთვული ავიამზიდი, სხვა ავიამზიდისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დიდი მანძილის ფარავს. მისი სხვა პარამეტრებია: წყალწყვა – 98 425 ტ; სიგანე (ვარეტხ...

ვებინარი: რუსული დეზინფორმაციის მიზანი - საზოგადოების პოლარიზაცია

Image

იოსებ უნშლიხტი - დეზინფორმაციის მამა

Image

"ჰამასი" აცხადებს - ისრაელის დაბომბვას გააგრძელებს ექვსი თვე

Image

2021 წლის 26 მაისს გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მიწა მიიბარებს

Image

ნიკოლოზ ბარათაშვილის "ფიქრინი მტკვირს პირას" - კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image

ცაჰალმა ავიადაბომბვის კადრები გაასაჯაროვა

Image

ტერაქტი ავღანეთში - სამიზნე ქალთა სკოლა

Image

აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების საოცარი ძაღლი-რობოტი

Image

უნდა მოხდეს თავდაცვისუნარიანობის ხარისხის მნიშვნელოვანი ამაღლება

Image

ატომური წყალქვეშა ნავი "Казань" 7 მაისს გადაეცემა რფ-ის ფლოტს

Image

გამანადგურებელ F35-ის ვერტიკალური დაშვება და აფრენა ავიამზიდ "Queen Eliz...

Image

სამეფო საზღვაო ძალების წვრთნები უახლესი ტექნოლოგიების "the Gravity Jet S...

Image

უახლესი ბრიტანული ავიამზიდი "Queen Elizabeth" პირველ ერთობლივ ოპერაციას ...

Image

შავი ზღვა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების არეალი

Image
  - ბოლო დროს ზელენსკის ტონი დასავლეთის მიმართ არ გამოირჩევა დადებითი განწყობით, მისი უკმაყოფილება გამოიხატა უკრაინის გარეშე ამერიკულ-რუსული დიალოგისადმი. - მაშინ როდესაც, აშშ-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამერიკული კრეისერების შემოსვლა და გაურკვეველია, მათ ჩაანაცვლებს თუ არა ბრიტანული ხომალდები, რუსეთი მაქსიმალურად ზრდის ფლოტის წარმომადგენლობას შავ ზღვაში. - შავი ზღვის, ჩრდილოეთის, ბალტიის, კასპიის ფლოტების გემების ერთდროული კონცენტრაცია უპრეცედენტო საომარ სამზადისს უნდა უკავშირდებოდეს და არა მხოლოდ სწავლებას, როგორც ეს ოფიციალურად გაჟღერდა. - კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში რუსული ფლოტის გადაყვანა განხორციელდა ვოლგა-დონის არხით, რომელიც საინტერესო სტრატეგიული საინჟინრო კომპლექსია: არხი მდინარეების ვოლგისა და დონის ერთმანეთთან ყველაზე მეტად მიახლოების ადგილას აგებული შემაერთებელი სანაოსნო მაგისტრალი და რუსეთის ევროპული ნაწილის ერთიანი ღრმაწყლოვანი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია. - სიგრძე 101 კმ, მათ შორის 56 კმ ხელოვნური სანაოსნო გზებია. მიედინება ვოლგისპირეთისა და ერგენის მაღ...