Posts

Showing posts from June, 2021

ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!

Image
ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნი...

რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник»

Image
რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник» არქტიკა დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარეა, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ბინადრობს თეთრი დათვი. არქტიკის საერთაშორისო სტატუსი განსაზღვრულია შეთანხმებით - დაყოფილია ხუთ სექტორად, თითოეულზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ: რუსეთი, აშშ, ნორვეგია, კანადა და დანია. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ პოლუსს, რისთვისაც არ იშურებს რესურსებს აქ სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისთვის. ისტორიულად რუსეთი ცდილობს იყოს წარმოდგენილი არქტიკაში. 1933 წლის 1 ივნისს შეიქმნა სსრკ-ს ჩრდილოეთის ფლოტილია, რომელიც 1937 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის ფლოტად. 1954 წლის 17 სექტემბრიდან არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ბირთვული პოლიგონი. არქტიკაში რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, რომელიც 2016 წელს გადაეცა ექსპლუატაციაში, «Аркт...

კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდა...

Image
კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა "ვაზვრატების" მოთხოვნის მიზნით კიბერშეტევები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით. ახლახანს ვიხილეთ ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე განხორციელებული თავდასხმა თანხის მოთხოვნით, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის კრიზისი მთელ რიგ შტატებში; ასეთივე ხასიათის იყო თავდასხმა Apple-ზე. FBI-ის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. კიბერკრიმინალს უკვე მოჰყვა ნეგატიური შედეგები, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეფერხდა. პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ "ბერკეტები", რომ შეაჩერონ ასეთი თავდასხმები. აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერკრიმ...