Posts

Showing posts from March, 2022

01 გადაცემა 28.03.2022 - თავისუფალი სიტყვა - ზაზა ცოტნიაშვილი და ნინო ჭ...

Image
დიდი სიხარულით გიზიარებთ: #განათლებისსახლი ს და #კსუ_მულტიმედია_ცენტრი ს ერთობლივი პროექტი "თავისუფალი სიტყვა" #CiUსიტყვაHE წარმატებით დაიწყო! - პროექტის მიზანია, მოგიწყოთ შეხვედრები სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან! - ვფიქრობთ, ჩვენს სტუმრებთან საუბრები საინტერესო იქნება განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, რომელიც სწორედ განათლებას ემსახურება მორიგი საინტერესო პროექტით განათლების სახლთან ერთად შეეცდება მომავალი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენების, იურისტების, ექიმების და სხვ. დასაფიქრებლად შემოგთავაზოთ საინტერესო თემებზე საუბრები, რაც სავარაუდოდ, ბევრ თქვენგანს ახალი თვალით დაანახებს სამყაროს. - გადაცემათა ციკლს წარუძღვება განათლების სახლის დამფუძნებელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. - ჩვენი პირველი სტ...

როგორ გავაშუქოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში

Image

ვიხილავთ თუ არა ახალ ჩრდილოეთ კორეას რუსეთის სახით?!

Image
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვე შესრულდება, გაფართოვდება თუ არა ომის მასშტაბები მე-3 მსოფლიო ომის ფაზამდე?! უკრაინელთა გმირობა; დასავლეთის პოზიცია; ცხინვალიდან გაყვანილი რუსულ-ოსური სამხედრო ნაწილები და აზრთა სხვადასხვაობა ადგილობრივ მოსახლეობაში; მივიღებთ თუ არა ევროპულ სირიას უკრაინაში?! ვიხილავთ თუ არა ახალ ჩრდილოეთ კორეას რუსეთის სახით?! აჭარა TV - 21.03.2022

დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება

Image
დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება რუსეთი: ა) დავარტყამთ სამხედრო ტვირთს, რომელსაც დასავლეთი უკრაინას მიაწვდის! ბ) მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს! დასავლეთი: ა) მაკრონმა მთელი სიმკაცრით მოსთხოვა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა და ევროპას ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა! ბ) თეთრმა სახლმა ლავროვის გაფრთხილება ფაქტობრივად უგულებელყო: ასეთი მუქარები ადრეც გაკეთებულა, ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება! - საინტერესოა, რამდენად შეასრულებს რუსეთი მუქარას, რაც პრაქტიკულად მე-3 მსოფლიო ომის საბაბად შეიძლებ გადაიქცეს, ეს კი, სავარაუდოდ, მისი ფაშისტური ხელისუფლების საბოლოო განადგურებას გამოიწვევს, მაგრამ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სისხლის საფასურად?! ჩანს, პუტინი რთულ ვითარებაშია დასავლური სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვილ უკრაინელთა წინააღმდეგობით, გამორიცხული არ არის ამ არხის გადაჭრისთვის გაატაროს ღონისძიებები, რაზეც, წესით, გაცილებით მძლავრ...

მებრძოლის ჩანაწერები 01

Image
ზაზა ცოტნიაშვილი ნამდვილი ამბები მებრძოლის ჩანაწერები 01 დილის 5:00 საათია, კიევისთვის ჩვეული, მაგრამ ქართველი მებრძოლებისთვის უჩვეულო ყინვა ძვალ-რბილში ატანს. კიევის მცველთა საერთაშორისო რაზმი დავალების შესასრულებლად მიემართება. მტერი გამაგრებულა ქალაქის განაპირას, ულამაზესი ტყიანი სააგარაკე მასივის მიდამოებში, მათი მიზანია რუსული ჯარისთვის დედაქალაქზე შტურმის მხარდაჭერა, სწორედ ამ განზრახვის შეჩერებაა კიევის მცველთა საბრძოლო ამოცანა. მებრძოლები გულისტკივილით ათვალიერებენ მიდამოს, სადაც ერთ დროს მშვიდი და ლაღი კიევური ცხოვრება ჩქეფდა, გემოვნებით აშენებულ აგარაკებთან ისევ მოჩანს ჯერ გაუძარცვავი მაღალი კლასის ავტომანქანები, ნაჩქარევად გაქცეულ მცხოვრებთა კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილა - სხვადასხვა ნივთები, განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ბავშვის მიტოვებული სათამაშოები, ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი. რუსულმა სადაზვერვო დანაყოფმა შეამჩნია მოახლოებული საფრთხე და მათ წინააღმდეგ თანამედროვე სამხედრო დრონები ააფრინა, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება მებრძოლებზე. მალევე, მიღებული ინფორმაციის საფუძველ...

კონფლიქტის ანატომია

Image
კონფლიქტის ანატომია რუსულ-უკრაინული ომის ანალიზი; რა ფონზე იბადება და როგორ ყალიბდება კონფლიქტები? რა როლს თამაშობს ამ დროს ჭარბი სამხედრო რესურსი და რატომ აქვს ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტებს ერთი და იგივე ხელწერა? სტუმარი: ზაზა ცოტნიაშვილი – კონფლიქტოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სახლის დამფუძნებელი. ©საქართველოს პირველი არხის რადიოგადაცემა #სახლისკენ https://www.youtube.com/watch?v=jIQvinc1MfA

საინფორმაციო ომის როლი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში

Image
საინფორმაციო ომის როლი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში: - პროპაგანდა - იდეოლოგიური მრწამსის გავრცელება; - დეზინფორმაციის ავტორთა ხვედრი; - სუნ ძი, გებელსი, პუტინი და ვინმე ბოლუხი; - უკრაინული საინფორმაციო არხები და რუსული პროპაგანდა. ამ და სხვა ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე გვისმინეთ, გვიყურეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙌 12.03.2022, გადაცემა "ჩვენი ოჯახი", TV იმედი

უკრაინის კონფლიქტის გაშუქების შესახებ - ომის მე-2 კვირა

Image

უკრაინა იბრძვის უკანასკნელი სისხლის წვეთამდე

Image
უკრაინა თავისი და დანარჩენი სამყაროს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის უკანასკნელი სისხლის წვეთამდე. აჭარა TV - 04.03.2022