Posts

Showing posts from February, 2016

კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

ნებისმიერი დიდი თეატრის სცენას დაამშვენებდა

Image
ნათელი დაადგეს დიდ მსახიობს - ჯემალ გოჩაშვილს, დღეს მისი დაბადების დღეა. ნებისმიერი თეატრის სცენას დაამშვენებდა და ნებისმიერი თეატრის მაყურებელს მოაჯადოვებდა მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრი, მაგრამ არ დატოვა ცხინვალი, ხეითი. მახსოვს, პატარა ვიყავი, მე და მამამ ვნახეთ "სოკრატე". სპექტაკლის შემდეგ თეატრალურ მოედანზე მაყურებელი ერთმანეთს შთაბეჭდილებას უზიარებდა (სოკრატე - ჯემალ გოჩაშვილი). ახლაც მკაფიოდ მახსოვს გენიალური მხატვრული სახე. ამჟამად, როდესაც სოკრატეს შესახებ ვუამბობ სტუდენტებს, სწორედ ჯემალ გოჩაშვილის მიერ შექმნილი დიდი ფილოსოფოსი მიდგას თვალწინ. სცენა სპეკტაკლიდან "სოკრატე" მთავარ როლში: ჯემალ გოჩაშვილი როლებში: რუსლან ოტიაშვილი და ზაურ გასიევი მამა ცდილობდა დავერწმუნებინე და ფეხით წავსულიყავით სახლში, ჩემი ჭირვეულობა დიდი მსახიობის მაგალითმა დასძლია. გამოვიდა თეატრიდან ვალმოხდილი ხელოვანი, დაემშვიდობა თავის მაყურებელს და ფეხით გაემართა მშობლიური სოფლის მიმართულებით. აუდიო ჩანაწერი 2016.02.25