Posts

Showing posts from January, 2021

კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლების” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

Image
ყურადღებას იმსახურებს მცირე მოცულობის, მაგრამ ქართულ ენაზე კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი ცდა - პანდელი პანის “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლები”, რომელიც დააფინანსა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (Friedrich Naumann Stiftung für die Freiheit). სამხერთ კავკასიის რეგიონის ჟურნალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად მომზადდა სახელმძღვანელოები ჟურნალისტიკის მიმართულებით და მოიცვა ეკონომიკის, კულტურის და კონფლიქტების გაშუქების სფეროები. 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ  💥 💥 ფონდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს უსასყიდლოლდ გადასცა ნაბეჭდი წიგნები, ხოლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასთვის. წიგნის ავტორი, დოქტორი პანდელი პანი თითქმის სამი ათეული წელია მუშაობს ჟურნალისტად და კონსულტანტად. მან მოამზადა და ჩაატარა ჟურნალისების გადამზადების ტ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “ჰიბრიდული ომების ანატომიის” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

Image
  მიუხედავად იმის, რომ ბევრი მკვლევარი, პროფესორი თუ ექსპერტი მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და კონფლიქტურ პროცესებზე, სამწუხაროდ არ ვართ განებივრებული საუნივერსიტეტო სივრცისთვის ღირებული თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენაძენია ცნობლ ავტორთა კოლექტიური ნაშრომი “ჰიბრიდული ომების ანატომია.” 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ  💥 💥 ქართულ ენაზე, პრაქტიკულად პირველად, მკითხველს აქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნოს ჰიბრიდული ომის კომპონენტებს, ძირითად გამოწვევებს, შესაძლებლობებს და მისი შეჩერების მეთოდებს. ანოტაციაში ვკითხულობთ: “წიგნი სხვადასხვა თეორიული მასალის ანალიზისა და პრაქტიკული მაგალითების სინთეზით წარმოგიდგენთ არსებულ რეალობას და მომავლის გამოწვევებს. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის განხილვას, მათ შორის, ომისა და მშვიდობის საერთაშორისო-სამართლებრ...

ზაზა ცოტნიაშვილი "ყველის გამყიდველი" ციკლიდან "ნამდვილი ამბები"

Image
22.03.2020, კორონას ეპოქა მძვინვარებს. გუშინ, მხოლოდ იტალიაში 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ზოგადი მონაცემები ასეთია: ინფიცირებული - 317 309, დაღუპული - 13 643, განკურნებული - 96 010. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, მაგრამ ეკლესიებში, წირვაზე შეზღუდილი რაოდენობით მრევლი მაინც მივიდა. თითქმის ყველა ქვეყანამ, რადიკალური რელიგიური სახელმწიფოების ჩათვლით, აკრძალა ადამიანთა დიდი რაოდენობის შეკრება, მათ შორის რელიგიური რიტუალების შესასრულებლად, მსოფლიო პატრიარქიც ამას ქადაგებს. იმედია, ჩვენი ეკლესიაც მალევე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვცდილობთ სახლიდან არ გავიდეთ, ვიცავთ ჩვეულ ყოველდღიურ განრიგს, დარბაზის ნაცვლად სახლში ვვარჯიშობთ, დილით “პლანკა”, შემდეგ იატაკიდან აზიდვა, დღეს 40-ჯერ შევძელი, ვაპირებ გავაუმჯობესო მაქსიმალურად და ჩემი “ფეისბუქ მეგობრებიც” გამოვიწვიე ამ საშურ საქმეში. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვამზადებ ლექციების კურსს ონლაინ საგანმანათლებლო ფორმატში, რაც საინტერესოდ დაიწყო და იმედია გვექნება შესაბამისი შედეგები. 💥💥 სას...

ლადო ასათიანის ლექსს მე ვეტრფი... კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image

შოთა ნიშნიანიძის ლექსს კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image

ნიკოლოზ ბარათაშვილის "ფიქრინი მტკვირს პირას" - კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image