Posts

Showing posts from July, 2021

ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

მედია და საზოგადოების პოლარიზაცია

Image
მედია და საზოგადოების პოლარიზაცია საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მეუფე ნიკოლოზთან და მამა ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საინფორმაციო ომი მიმდინარეობს საზოგადოებაზე გავლენის მიზნით; - უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად; - პროპაგანდა იწვევს ქაოსს - თუ რუსული მედიის და ქართული მედიის საქმიანობა თანაბარ შედეგს იწვევს, მაშინ ორივე საინფორმაციო წყარო ერთნაირად საშიშია სტაბილური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის; - დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია, ის უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციულ ღირებულებებს, ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალე საზოგადოებრივ ცხოვრებას, სადაც მედია დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თავისუფალი სიტყვა და მანიპულაცია უნდა გაიმიჯნოს; - პიროვნების თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ეს კულტურა ჩვენთან ჩამოყალიბების პროცესშია; - საზოგადოების მედიაწიგნიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გარეშეც ნებისმიერ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას საკუთარი პოლიტიკურად მოტივირებული შეხედულე...

საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება

Image
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული კვლევაში საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურებისთვის. - სკოლის გამოცდების გაუქმებამ პირველი საგანგაშო შედეგი უკვე მოგვცა, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდება. - აუცილებლად უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაზომვა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. - განათლების სისტემის გრძელვადიანი მოწესრიგების გეგმასთან ერთად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები არსებული კატასტროფული ვითარების აღმოსაფხვრელად. - ცოდნის დონის გაზომვის მექანიზმი, მათ შორის გამოცდა, წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემების მნიშვნელოვანი წარმატების საფუძველია. TV "ობიექტივი", 20:30, 2021.06.18