Posts

Showing posts from 2022

ლიკა და ზაზა - გათენება ხარ ჩემი

Image

ფრაგმენტი სამხრეთ კორეის ტელევიზიით გასული სიუჟეტიდან

Image

ჩემი კომენატრი - აზერბაიჯანსა და სომხეთშ შორის არსებული ვითარების შესახებ

Image

10 05 22 კონფლიქტოლოგი, ზაზა ცოტნიაშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“პრესკლუბში

Image
ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი  ოკუპაციის პირობებში მაინც კარგი ინდიკატორია, თუმცა, გაგლოევი, როგორც მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი,  მოსკოვის მითითებებს  გააგრძელებს, – ამის შესახებ   კონფლიქტოლოგმა, ცხინვალისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების ყოფილმა  რექტორმა,   ზაზა ცოტნიაშვილმა მედიაჰოლდინგ  „კვირას“ პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა. ცოტნიაშვილი ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში  ჩატარებული  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხის აზრის ხელოვნურად შეცვლა ვეღარ გაბედეს. „მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში  ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა,  სადაც კრემლის ფავორიტი ბიბილოვი დამარცხდა და არჩევნებში  ახალმა სახემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. ვფიქრობ,  რომ ის, ამ ეტაპისთვის,  გარკვეული თვალსაზრისით საინტერესო...

04 გადაცემა, გიგა ზედანია: პროფესია აირჩიეთ თქვენი მძლავრი მისწრაფების შ...

Image

თავისუფალი სიტყვა - სტუმარი: პროფესორი ინგა შამილიშვილი

Image

უკრაინის დამოუკიდებლობის დამცველი ნიკო გერმანიიდან

Image
26 წლის გერმანელი ექიმი ნიკო უკრაინელ საცოლესთან ჩავიდა კიევში ომის დაწყებისთანავე, ის საერთაშორისო ბატალიონის შემადგენლობაში დარეგისტრირდა და გმირულად იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, რათა დაიცვას დემოკრატია და თავისუფლება უკრაინაში, რაც მისი აზრით, ნიშნავს ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლასაც. ერთობ საინტერესო საუბარი ნიკოსთან, ამ და სხვა საკითხებზე, ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოა ზოგადად მიმდინარე ომის პრობლემების გასააზრებლად.

უკრაინის ომის განვითარების ვერსიები

Image
- უკრაინის ომის განვითარების ვერსიები და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები - პრეცედენტი წარსულიდან

უკრაინის ომი და სფრთხეები რეგიონულ ჭრილში

Image

ფაშინიანი-ალიევის შეხვედრის ევროპული კონტექსტი

Image

უკრაინის ომის ექო

Image
- რუსულ-უკრაინული მოლაპარაკება - რეფერენდუმი ცხინვალის რეგიონში

ფაქტები და ანალიზი - უკრაინაში მიმდინარე ომი, ბიბილოვის წინასაარჩევნო მი...

Image
ფაქტები და ანალიზი - უკრაინაში მიმდინარე ომი - ბიბილოვის წინასაარჩევნო მისწრაფებანი #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili 1.04.2022. 17:00 , TV "პალიტრანიუსი"

ცხინვალის რეგიონის ისტორიული ქართული მიწა ახალი საფრთხის წინაშე

Image

01 გადაცემა 28.03.2022 - თავისუფალი სიტყვა - ზაზა ცოტნიაშვილი და ნინო ჭ...

Image
დიდი სიხარულით გიზიარებთ: #განათლებისსახლი ს და #კსუ_მულტიმედია_ცენტრი ს ერთობლივი პროექტი "თავისუფალი სიტყვა" #CiUსიტყვაHE წარმატებით დაიწყო! - პროექტის მიზანია, მოგიწყოთ შეხვედრები სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან! - ვფიქრობთ, ჩვენს სტუმრებთან საუბრები საინტერესო იქნება განსაკუთრებით ჩვენი მომავალი თაობისთვის და ასევე ფართო საზოგადოებისთვის. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი, რომელიც სწორედ განათლებას ემსახურება მორიგი საინტერესო პროექტით განათლების სახლთან ერთად შეეცდება მომავალი ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატების, ბიზნესმენების, იურისტების, ექიმების და სხვ. დასაფიქრებლად შემოგთავაზოთ საინტერესო თემებზე საუბრები, რაც სავარაუდოდ, ბევრ თქვენგანს ახალი თვალით დაანახებს სამყაროს. - გადაცემათა ციკლს წარუძღვება განათლების სახლის დამფუძნებელი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი. - ჩვენი პირველი სტ...

როგორ გავაშუქოთ რუსეთის შეჭრა უკრაინაში

Image

ვიხილავთ თუ არა ახალ ჩრდილოეთ კორეას რუსეთის სახით?!

Image
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვე შესრულდება, გაფართოვდება თუ არა ომის მასშტაბები მე-3 მსოფლიო ომის ფაზამდე?! უკრაინელთა გმირობა; დასავლეთის პოზიცია; ცხინვალიდან გაყვანილი რუსულ-ოსური სამხედრო ნაწილები და აზრთა სხვადასხვაობა ადგილობრივ მოსახლეობაში; მივიღებთ თუ არა ევროპულ სირიას უკრაინაში?! ვიხილავთ თუ არა ახალ ჩრდილოეთ კორეას რუსეთის სახით?! აჭარა TV - 21.03.2022

დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება

Image
დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება რუსეთი: ა) დავარტყამთ სამხედრო ტვირთს, რომელსაც დასავლეთი უკრაინას მიაწვდის! ბ) მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს! დასავლეთი: ა) მაკრონმა მთელი სიმკაცრით მოსთხოვა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა და ევროპას ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა! ბ) თეთრმა სახლმა ლავროვის გაფრთხილება ფაქტობრივად უგულებელყო: ასეთი მუქარები ადრეც გაკეთებულა, ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება! - საინტერესოა, რამდენად შეასრულებს რუსეთი მუქარას, რაც პრაქტიკულად მე-3 მსოფლიო ომის საბაბად შეიძლებ გადაიქცეს, ეს კი, სავარაუდოდ, მისი ფაშისტური ხელისუფლების საბოლოო განადგურებას გამოიწვევს, მაგრამ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სისხლის საფასურად?! ჩანს, პუტინი რთულ ვითარებაშია დასავლური სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვილ უკრაინელთა წინააღმდეგობით, გამორიცხული არ არის ამ არხის გადაჭრისთვის გაატაროს ღონისძიებები, რაზეც, წესით, გაცილებით მძლავრ...

მებრძოლის ჩანაწერები 01

Image
ზაზა ცოტნიაშვილი ნამდვილი ამბები მებრძოლის ჩანაწერები 01 დილის 5:00 საათია, კიევისთვის ჩვეული, მაგრამ ქართველი მებრძოლებისთვის უჩვეულო ყინვა ძვალ-რბილში ატანს. კიევის მცველთა საერთაშორისო რაზმი დავალების შესასრულებლად მიემართება. მტერი გამაგრებულა ქალაქის განაპირას, ულამაზესი ტყიანი სააგარაკე მასივის მიდამოებში, მათი მიზანია რუსული ჯარისთვის დედაქალაქზე შტურმის მხარდაჭერა, სწორედ ამ განზრახვის შეჩერებაა კიევის მცველთა საბრძოლო ამოცანა. მებრძოლები გულისტკივილით ათვალიერებენ მიდამოს, სადაც ერთ დროს მშვიდი და ლაღი კიევური ცხოვრება ჩქეფდა, გემოვნებით აშენებულ აგარაკებთან ისევ მოჩანს ჯერ გაუძარცვავი მაღალი კლასის ავტომანქანები, ნაჩქარევად გაქცეულ მცხოვრებთა კვალი ჯერ კიდევ შემორჩენილა - სხვადასხვა ნივთები, განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ბავშვის მიტოვებული სათამაშოები, ფეხსაცმელი თუ ტანსაცმელი. რუსულმა სადაზვერვო დანაყოფმა შეამჩნია მოახლოებული საფრთხე და მათ წინააღმდეგ თანამედროვე სამხედრო დრონები ააფრინა, საიდანაც ხდებოდა დაკვირვება მებრძოლებზე. მალევე, მიღებული ინფორმაციის საფუძველ...

კონფლიქტის ანატომია

Image
კონფლიქტის ანატომია რუსულ-უკრაინული ომის ანალიზი; რა ფონზე იბადება და როგორ ყალიბდება კონფლიქტები? რა როლს თამაშობს ამ დროს ჭარბი სამხედრო რესურსი და რატომ აქვს ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტებს ერთი და იგივე ხელწერა? სტუმარი: ზაზა ცოტნიაშვილი – კონფლიქტოლოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების სახლის დამფუძნებელი. ©საქართველოს პირველი არხის რადიოგადაცემა #სახლისკენ https://www.youtube.com/watch?v=jIQvinc1MfA

საინფორმაციო ომის როლი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში

Image
საინფორმაციო ომის როლი რუსულ-უკრაინულ კონფლიქტში: - პროპაგანდა - იდეოლოგიური მრწამსის გავრცელება; - დეზინფორმაციის ავტორთა ხვედრი; - სუნ ძი, გებელსი, პუტინი და ვინმე ბოლუხი; - უკრაინული საინფორმაციო არხები და რუსული პროპაგანდა. ამ და სხვა ფართო საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე გვისმინეთ, გვიყურეთ და გაგვიზიარეთ თქვენი აზრი 🙌 12.03.2022, გადაცემა "ჩვენი ოჯახი", TV იმედი

უკრაინის კონფლიქტის გაშუქების შესახებ - ომის მე-2 კვირა

Image

უკრაინა იბრძვის უკანასკნელი სისხლის წვეთამდე

Image
უკრაინა თავისი და დანარჩენი სამყაროს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის უკანასკნელი სისხლის წვეთამდე. აჭარა TV - 04.03.2022

საინფორმაციო და კიბერ ომები დღევანდელი უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე

Image
საინფორმაციო და კიბერ ომები დღევანდელი უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე - უკრაინა აჩვენებს მომზადების და დისციპლინის მაღალ დონეს - გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სახიფათოა - შესაძლებელია ინფორმაცია იყოს რეალური, მაგრამ ინტერპრეტაციამ გამოიწვიოს ცუდი შედეგები - რუსული პროპაგანდის ხელწერა - საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შემყვანი "მესიჯების" გავრცელება რამდენიმე დღით ადრე - მსოფლიოს ერთსულოვნება და უკრაინელი ხალხის გმირობა არის რეალური შესაძლებლობა კაცობრიობაზე შურისძიების შესაჩერებლად - თანამედროვე ჰიტლერის ბირთვული ფიქრები დიდი საფრთხის შემცველია - ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინაში განხორციელდება სსრკ-ს აღდგენის იდეა... რიგში ჩვენ ვართ... #ჩემიკომენტარი #ფიქრი TV ერთსულოვნება, 28.02.2022 #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის

Image
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის წუხელის კიევმა გმირულად გაუძლო რუსულ შტურმს. აშშ ზელენსკის ევაკუაციას სთავაზობდა, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა და იარაღით ხელში იდგა უკრაინელი ხალხის გვერდით. მხოლოდ გმირული თავდადება თუ გადაარჩენს დედაქალაქს დაცემისგან. ბრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. უკრაინის ინფორმაციით, დაღუპულია 198 უკრაინელი, მათ შორის 3 ბავშვია, მოკლულია 3500 რუსი ჯარისკაცი, ხოლო ტყვედ აყვანილია - 200. განადგურებული დიდძალი სამხედრო ტექნიკა (4 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 17 საავტომობილო ტექნიკა). რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელების 821 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს - 14 სამხედრო აეროდრომი, 19 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი, 24 S-300 და Osa საზენიტო სარაკეტო სისტემა, 48 სარადარო სადგური, 7 საბრძოლო თვითმფრინავი, 7 შვეულმფრენი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 87 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 28 სარაკეტო სისტემა, 118 ერთეული სპეციალური სამხე...

რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განვითარების ტენდენციები

Image
- რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განვითარების ტენდენციები - უკრაინელი ხალხის თავდადება და რუსული შეუწყნარებლობა - დასავლეთი, უკრაინა, რუსეთი დროის პერსპექტივაში - გაზრდილი მოთხოვნა დოლარზე რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე - ჩინეთი-ტაივანი & რუსეთი-უკრაინა - საქართველო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას და სიფრთხილეს იჩენს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში #ჩემიკომენტარი #ფიქრი TV აჭარა, 25.02.2022 #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

უკრაინა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი

Image
- უკრაინა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი - რუსეთის მიზანი - უკრაინის ომში ჩათრევა - მოსალოდნელი სისხლისღვრა რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ ლუჰანკსა და დონბასში - მსოფლიო თანამეგობრობის ორკესტრირებული სანქციები და მთავარი გზავნილი რუსეთს - როგორი იქნება უკრაინის მომავალი - დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარება თუ რუსული წიაღი # ჩემიკომენტარი #ფიქრი TV აჭარა, 23.02.2022 #კონფლიქტი # ჰიბრიდულიომი # საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна # ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili # საინფორმაციოომებიდასაზოგადოება