Posts

Showing posts from February, 2022

კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

საინფორმაციო და კიბერ ომები დღევანდელი უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე

Image
საინფორმაციო და კიბერ ომები დღევანდელი უკრაინის კონფლიქტის მაგალითზე - უკრაინა აჩვენებს მომზადების და დისციპლინის მაღალ დონეს - გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება სახიფათოა - შესაძლებელია ინფორმაცია იყოს რეალური, მაგრამ ინტერპრეტაციამ გამოიწვიოს ცუდი შედეგები - რუსული პროპაგანდის ხელწერა - საზოგადოებრივი აზრის შეცდომაში შემყვანი "მესიჯების" გავრცელება რამდენიმე დღით ადრე - მსოფლიოს ერთსულოვნება და უკრაინელი ხალხის გმირობა არის რეალური შესაძლებლობა კაცობრიობაზე შურისძიების შესაჩერებლად - თანამედროვე ჰიტლერის ბირთვული ფიქრები დიდი საფრთხის შემცველია - ღმერთმა არ ქნას, თუ უკრაინაში განხორციელდება სსრკ-ს აღდგენის იდეა... რიგში ჩვენ ვართ... #ჩემიკომენტარი #ფიქრი TV ერთსულოვნება, 28.02.2022 #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის

Image
რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის წუხელის კიევმა გმირულად გაუძლო რუსულ შტურმს. აშშ ზელენსკის ევაკუაციას სთავაზობდა, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა და იარაღით ხელში იდგა უკრაინელი ხალხის გვერდით. მხოლოდ გმირული თავდადება თუ გადაარჩენს დედაქალაქს დაცემისგან. ბრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. უკრაინის ინფორმაციით, დაღუპულია 198 უკრაინელი, მათ შორის 3 ბავშვია, მოკლულია 3500 რუსი ჯარისკაცი, ხოლო ტყვედ აყვანილია - 200. განადგურებული დიდძალი სამხედრო ტექნიკა (4 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 17 საავტომობილო ტექნიკა). რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელების 821 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს - 14 სამხედრო აეროდრომი, 19 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი, 24 S-300 და Osa საზენიტო სარაკეტო სისტემა, 48 სარადარო სადგური, 7 საბრძოლო თვითმფრინავი, 7 შვეულმფრენი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 87 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 28 სარაკეტო სისტემა, 118 ერთეული სპეციალური სამხე...

რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განვითარების ტენდენციები

Image
- რუსულ-უკრაინული კონფლიქტის განვითარების ტენდენციები - უკრაინელი ხალხის თავდადება და რუსული შეუწყნარებლობა - დასავლეთი, უკრაინა, რუსეთი დროის პერსპექტივაში - გაზრდილი მოთხოვნა დოლარზე რუსეთის და უკრაინის ტერიტორიებზე - ჩინეთი-ტაივანი & რუსეთი-უკრაინა - საქართველო მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას და სიფრთხილეს იჩენს არსებულ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში #ჩემიკომენტარი #ფიქრი TV აჭარა, 25.02.2022 #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

უკრაინა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი

Image
- უკრაინა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების ეპიცენტრი - რუსეთის მიზანი - უკრაინის ომში ჩათრევა - მოსალოდნელი სისხლისღვრა რუსეთის მიერ აღიარებულ სეპარატისტულ ლუჰანკსა და დონბასში - მსოფლიო თანამეგობრობის ორკესტრირებული სანქციები და მთავარი გზავნილი რუსეთს - როგორი იქნება უკრაინის მომავალი - დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარება თუ რუსული წიაღი # ჩემიკომენტარი #ფიქრი TV აჭარა, 23.02.2022 #კონფლიქტი # ჰიბრიდულიომი # საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна # ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili # საინფორმაციოომებიდასაზოგადოება