Posts

Showing posts from January, 2015

შენ ქუჩაზე სიარული საამაყოა, გელა!

Image
90- იანი წლები , ცხოვრების ზღურბლზე შემდგარი ჩვენი თაობისათვის , მთელი სისასტიკით საშინელი მონსტრივით წამოიმართა . ყოველი დღის გათენება ახალი უბედურების მოლოდინში მონუსხულთათვის სასჯელად გვექცა . გელა თუთარაშვილის გმირული დაღუპვის ამბავი არა გაოცების , არამედ დამწუხრებასთან ერთად წარსულის რემინისცენციების აღმძვრელი იყო . გელა, 1992 წლის 5 ოქტომბერი არამხოლოდ შენი სათნო  მ შობლებისთვის დარჩა მოუშუშებელ იარად ; მეხივით დაგვატყდა მთელს ჩვენს თაობას . ახლახანს შესაძლებლობა მომეცა ომის დროს გაუჩინარებული და შემთხვევით გადარჩენილი ჩვენი ბავშვობის ამსახველი ფოტო - ალბომი გადამეფურცლა . მასსავით შემთხვევით გადარჩენილად ვიგრძენი თავი . ლაღი ბავშვობიდან ცეცხლთა ფრქვევაში გადანაცვლების მკაფიო შეგრძნება ადამიანურ გრძნობებს მიფაქიზებდა და მიხაროდა , რომ ისევ შემრჩენოდა . ერთ მერხზე წლების მანძილზე ჯდომა , განუყრელი ძმობა , ოცნება მომავალზე , სურათებსა და ჩემს მეხსიერებას თანაბრად შემორჩენოდა . ჩვენი სა...

2015 წლის საახალწლო მილოცვა

Image
2015 წლის 1 იანვარს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში გასული საახალწლო მილოცვა ჩემო ძვირფასო ცხინვალელებო, დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის ხეობის მკვიდრნო, გილოცავთ ახალ 2015 წელს! ჩვენ იმ მიწა-წყლის პირმშონი ვართ, სადაც ქართული ენის სრულყოფილად შეგრძნების მიზნით დიდი მიხეილ ჯავახიშვილი სტუმრობდა. ჩვენ განსაცდელი თან გვდევს, მაგრამ მთელი ჩვენი სამშობლოს ისტორია, ხომ სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლაა. საუკუნეების განმავლობაში იმპერიები ძლიერდებოდნენ, ამბიციებს იკმაყოფილებდნენ და შემდეგ მათი დაცემის მოწმეც ხდებოდა ისტორია, მაგრამ ჩვენ დასაბამიდან დღემდე, მადლობა უფალს, კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს მეობას! მინდა თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მოგმართოთ, რაც თქვენთვის დიდი ნუგეში, ალბათ, არ იქნება, მაგრამ მე მწამს - ის რაც არ გვანადგურებს, გვაძლიერებს! სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას არ უშინდებიან და ყოველი ახალი წლის დაწყებას იმედით ხვდებიან! ჩვენ თავად უნდა შევძლოთ უკეთესი მომავალის შექმნა, იმედია გარკვეული მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლებისგან ...