Posts

Showing posts from February, 2015

სამაჩაბლოს პოეტური სიტყვა

20 წლის წინ დაწერილი რეცენზია  შოთა დარბუაშვილის ლექსების მე-2 კრებულზე შოთა დარბუაშვილს წელს დაბადების 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 45 წელი უსრულდება! იხილეთ ვიდეო "მუსიკის ხმებში ახშობენ ტკივილს, საოცარია ფერისცვალება, ისევ მარტო ვარ და მეშინია უცხო ქალაქში გარდაცვალება..." დიდი ივანე მაჩაბლის მშობლიური მხარე , მიუხედავად მძიმე , ქარცეცხლიანი ეპოქისა , კვლავ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს . უფრო მეტიც , რთული კატაკლიზმები ჩვენებური პოეტებისათვის შთაგონების წყაროდაც ქცეულა . თავანკარა ქართული ( რომლის შესასწავლადაც ცნობილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენს მხარეს სწვევია ), კვლავაც მოსჩქეფს დევნილ , სვეგამწარებულ მგოსანთა გულებიდან . მიუხედავად იმისა , რომ ზოგიერთი მათგანი მშობლიური კერიდან შორს გასტყორცნა “ არსთ გამრიგემ ” , განცდით , რომლის გამოხატულება სიზმარიცაა , ფიქრით კვლავ მშობელ კერას დასტრიალებენ , რაც მკაფიოდ აისახა მათ შემოქმედებაში . ქართველი მკითხველი იცნობს პოეტ ...

ილია (ილა) მაისურაძე (1879-1924)

Image
როგორც მისი შთამომავალი ვაჟა მაისურაძე გვიამობოს: ილა მაისურაძე ვაჟა, დათო, თამრიკო მაისურაძეების პაპის ვასოს ძმა იყო. ილა მაისურაძე დახვრიტეს 1924 წლის 1 სექტემბერს ანტისაბჭოთა აჯანყების სხვა მონაწილეებთან ერთად (იხ. ბმული) ილა მაისურაძე დაიბადა ცხინვალიში (დგვრისი - ცხინვალის ჩრდ. ნაწილი) 1879 წელს. მამა – ზაქარია (დაბ.1846 წ.), დედა–მაშო (დაბ.1849 წ.), მეუღლე – კეკე (დაბ.1886 წ.) შვილები–ნიკალა (1904–1930), სონია (დაბ. 1911 წ.), მანია (დაბ. 1916 წ.). ილა მაისურაძე იყო მენშევიკური პარტიის წევრი 1904 წლიდან, (პარტბილეთი #1971). პირველად დააპატიმრეს 1907 წელს, როგორც წითელრაზმელი, არასაიმედო პირი, იარაღის მატარებელი და გაასახლეს ასტრახანის გუბერნიაში “არეულობების” დასრულ ებამ დე, ანუ 1907 წლის ბოლომდე. ილა მაისურაძე საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918–1921) იყო ჯავის რაიონის მილიციის უფროსი. აქტიური მონაწილეობა მიიღო 1918 წლის ოსების ანტი სახელმწიფოებრივი გამოსვლების ჩახშობაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველსავე თვეებში დაპატიმრეს გაათავისუფლეს –1921წ...

ჩვენი თანამემამულე აკადემიკოსი

Image
ღირსეული ადამიანები სისადავით გამორჩეულნი არიან – ეს აქსიომა აკადემიკოს ქრისტეფორე არეშიძესაც შეჰფერის . ცხინვალელთა მისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოწვეულია , არამხოლოდ იმით , რომ სახელოვანი მეცნიერი მათი თანამემამულეა , ასევე მისი ცხინვალელთადმი არაერთგზის გამოხატული ფაქიზი გრძნობის გამოც . იგი ცხინვალის ქუჩებისა და ბავშვობის წლებისადმი განწყობის გადმოსცემდა კორნელი სანაძის ლექსის ციტატას მიმართავდა : " მივდივარ ამ გზაზე და ასე მგონია ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა ." მიმდინარ წელს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ორგანული ქიმიის მეცნიერების გამოჩენილ წარმომადგენელსა და ნავთობის ქიმიის ფუძემდებელს საქართველოში . ქრისტეფორე არეშიძე დაიბადა 1906 წელს გორის მაზრის სოფელ დგვრისში ( მოგვიანებით ქ . ცხინვალის ჩრდილოეთი ნაწილი ). მამა – იოსებ არეშიძე , რომელმაც მძიმე შრომაში გაატარა ახალგაზრდობა , ადრე გარდაიცვალა . მოგვიანებით აკადემიკოსი იტყვის : " გორელი მემამულის გალუსმანი...