ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ -...


ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ - ეკლესია?!
სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მეორედ უმასპინძლა. ეს უკანასკნელი დამასკოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა.
ვიზიტის "განსაკუთრებულობა" განაპირობა სეპარატისტების წარმომადგენლისა და ანტიოქიის (სირიის) პატრიარქის იოანე X-ეს "თბილმა" შეხვედრამ.
იოანე X: „ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს ვიზიტს (სირიაში), თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მთელ აფხაზ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და ყველაფერ საუკეთესოს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით.“
ციტატიდან იკვეთება რუსეთთან შეთანხმებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები. კანონიკურად ქრისტიანული სამყარო აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აღიარებს, ფორმალურად - რუსეთიც.
ჩანს, რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომში მნიშვნელოვან როლს ანიჭებს ეკლესიის აქტიურ ჩართულობას. ერთობ სახიფათოდ გამოიყურება რუსული ეკლესიის მძლავრი გავლენის ქვეშ მყოფი ანტიოქიის საპატრიარქოს ასეთი მხურვალე მხარდაჭერა სეპარატისტული საეკლესიო სივრცისადმი, რაც რეალურად ქართული ეკლესიისგან მის დაშორებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ქართულ სახელმწიფოს, ეკლესიას, საზოგადოებას მართებთ არსებული მძიმე რეალობის სიღრმისეული გააზრება და გონივრული მოქმედება.

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია