ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78)

მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78)
მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78) 2017 წელს მიიღო აშშ-ის საზღვაო ფლოტმა.
100 000 ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 90-ზე მეტი მფრინავი აპარატის გადატანა შეუძლია, მათ შორის: მე-5 თაობის გამანადგურებელი გემბანის თვითმფრინავი F-35, გამანადგურებელი-მოიერიშე F/A-18E/F Super Hornet, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი MH-60R/S და უამრავი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი.
ხომალდი შეიარაღებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებით: Raytheon-ის რაკეტები ESSM, რომლებიც განლაგებულია რვა გამშვებ კონტეინერში – თითოში 38 რაკეტა; ახლო რადიუსში მოქმედებისთვის - რაკეტები RAM, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – Evolved Sea Sparrow.
ეკიპაჟის შემადგენლობაში 4500-4700 პერსონალია. ხომალდში ორი ატომური რეაქტორია განთავსებული. თითოეულ მათგანს 300 მეგავატის გენერირება შეუძლია.
ბირთვული ავიამზიდი, სხვა ავიამზიდისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დიდი მანძილის ფარავს.
მისი სხვა პარამეტრებია: წყალწყვა – 98 425 ტ; სიგანე (ვარეტხაზზე)- 41 მ; სიგანე (მაქსიმალური) – 78 მ; სიმაღლე – 76 მ; ძრავები – 2 ბირთვული რეაქტორი Bechtel A1B; სვლის მაქსიმალური სიჩქარე – 30 კვანძი (56 კმ/სთ); ცურვის ხანგრძლივობა – უსასრულო; მრავალფუნქციური რადიოსალოკაციო სისტემა – AN/SPY-3.
ჯერალდ ფორდის მშენებლობაზე $13 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, მის პროექტირებაზე დახარჯული თანხა კი $4.7 მილიარდს აჭარბებს. საექსპლუატაციო ვადაა 50 წელი. ხომალდი აშშ-ის 38-ე პრეზიდენტის ჯერალდ ფორდის სახელს ატარებს.
#კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна
#ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili
#საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია