ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник»


რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник» არქტიკა დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარეა, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ბინადრობს თეთრი დათვი. არქტიკის საერთაშორისო სტატუსი განსაზღვრულია შეთანხმებით - დაყოფილია ხუთ სექტორად, თითოეულზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ: რუსეთი, აშშ, ნორვეგია, კანადა და დანია. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ პოლუსს, რისთვისაც არ იშურებს რესურსებს აქ სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისთვის. ისტორიულად რუსეთი ცდილობს იყოს წარმოდგენილი არქტიკაში. 1933 წლის 1 ივნისს შეიქმნა სსრკ-ს ჩრდილოეთის ფლოტილია, რომელიც 1937 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის ფლოტად. 1954 წლის 17 სექტემბრიდან არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ბირთვული პოლიგონი. არქტიკაში რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, რომელიც 2016 წელს გადაეცა ექსპლუატაციაში, «Арктический Трилистник» ითვლება ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე კაპიტალურ ნაგებობად. ასევე იხილეთ: https://www.youtube.com/watch?v=FO8CY... #კიბერომი #კიბერკრიმინალი #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია