ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

შავი ზღვა - იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების არეალი

 



- ბოლო დროს ზელენსკის ტონი დასავლეთის მიმართ არ გამოირჩევა დადებითი განწყობით, მისი უკმაყოფილება გამოიხატა უკრაინის გარეშე ამერიკულ-რუსული დიალოგისადმი.
- მაშინ როდესაც, აშშ-ის გადაწყვეტილებით გაუქმდა ამერიკული კრეისერების შემოსვლა და გაურკვეველია, მათ ჩაანაცვლებს თუ არა ბრიტანული ხომალდები, რუსეთი მაქსიმალურად ზრდის ფლოტის წარმომადგენლობას შავ ზღვაში.
- შავი ზღვის, ჩრდილოეთის, ბალტიის, კასპიის ფლოტების გემების ერთდროული კონცენტრაცია უპრეცედენტო საომარ სამზადისს უნდა უკავშირდებოდეს და არა მხოლოდ სწავლებას, როგორც ეს ოფიციალურად გაჟღერდა.
- კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში რუსული ფლოტის გადაყვანა განხორციელდა ვოლგა-დონის არხით, რომელიც საინტერესო სტრატეგიული საინჟინრო კომპლექსია: არხი მდინარეების ვოლგისა და დონის ერთმანეთთან ყველაზე მეტად მიახლოების ადგილას აგებული შემაერთებელი სანაოსნო მაგისტრალი და რუსეთის ევროპული ნაწილის ერთიანი ღრმაწყლოვანი სატრანსპორტო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლია.
- სიგრძე 101 კმ, მათ შორის 56 კმ ხელოვნური სანაოსნო გზებია. მიედინება ვოლგისპირეთისა და ერგენის მაღლობების გამყოფ ღრმულში. იწყება სერეპტის ნაგუბიდან (ქალაქ ვოლგოგრადის სიახლოვეს), მიუყვება მდინარე სარპის ხეობას, ვარვაროვკისა და ბერესლავკის წყალსაცავებს მდინარე ჩერვლიანაიაზე და კარპოვკის წყალსაცავს მდინარე კარპოვკაზე, გადის ციმლიანსკის წყალსაცავში მდინარე დონზე (ქალაქ დონის კალაჩის სიახლოვეს). აქვს 13 ერთკამერიანი რაბი (მათ შორის 9 ვოლგის კალთაზე და 4 დონისაზე) ზომებით 145×18 მეტრი და სიღრმით (რაბის პირზე) 4 მეტრი. ისინი ვოლგის მხრიდან გემებს სწევენ 88 მეტრზე (სერეპტის ნაგუბის ზღვის დონიდან −14-მეტრიანი ნიშნულიდან წყალგამყოფის 74-მეტრიან ნიშნულამდე) და უშვებენ 40 მეტრამდე (ციმლიანსკის წყალსაცავის ზღვის დონიდან 34-მეტრიან ნიშნულამდე). არხი იკვებება დონის წყლით, რომელიც სამი სატუმბი სადგურით (კარპოვკის, მარინოვკისა და ვარვაროვკის) გადაეცემა ცალკეულ ბიეფებს; წყლის ნაწილი სარწყავადაც გამოიყენება. არხის სიგრძე წყლის ზედაპირზე 70 მეტრია. გაბარიტები 5 ათასი ტონის ტვირთამწეობის გემების გატარების შესაძლებლობას იძლევა. არხის საპროექტო ტვირთგამტარიანობის უნარი ერთი ნავიგაციის დროს 10,5 მილიონი ტონაა.



- საზღვაო სამხედრო რესურსების მაქსიმალური მობილიზაციის უმთავრესი მესიჯი მიმართულია დასავლეთისადმი, რომ მათი გამოჩენა აღნიშნულ წყლებში რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნება. ჩანს, გაიმართება დასავლურ-რუსული დიალოგი, დიდი ალბათობით უკრაინის გარეშე, საინტერესოა რა მოცემულობაზე შეთანხმდებიან იდეოლოგიები?!

ზაზა ცოტნიაშვილი, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია