ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნისთვის გაკეთებულ საქმედ მიიჩნევს. ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! ფაქტია, რომ თანამედროვე საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიური დანაშაული ახალ "სიმაღლეზე" ადის. კიბერკრიმინალთამიერ თანხის გამოძალვა ძალიან ცუდი პრეცედენტია, ის ნამდვილად წაახალისებს დანაშაულს და შესაბამის დაჯგუფებებს უბიძგებს ახალი "წარმატებებისკენ". ასეთი ფაქტი გამოიწვევს კვალიფიციური კიბერსპეციალისტებს კრიმინალთა რიგებში გადანაცვლებას. ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. საერთაშორისო კიბერკრიმინალის მაღალი საფრთხის მანიშნებელია ბაიდენისა და პუტინის დაგეგმილ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხის განხილვაც. ასევე იხილეთ: 1 - https://www.youtube.com/watch?v=FO8CY... 2 - https://www.youtube.com/watch?v=iTPIl... #კიბერომი #კიბერკრიმინალი #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია