Posts

მედია და საზოგადოების პოლარიზაცია

Image
მედია და საზოგადოების პოლარიზაცია საინტერესო საუბარი გამოგვივიდა მეუფე ნიკოლოზთან და მამა ანდრია ჯაღმაიძესთან ერთად #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საინფორმაციო ომი მიმდინარეობს საზოგადოებაზე გავლენის მიზნით; - უმცირესობების უფლებები უნდა იყოს დაცული, მაგრამ ის არ უნდა იქნეს გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად; - პროპაგანდა იწვევს ქაოსს - თუ რუსული მედიის და ქართული მედიის საქმიანობა თანაბარ შედეგს იწვევს, მაშინ ორივე საინფორმაციო წყარო ერთნაირად საშიშია სტაბილური საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის; - დემოკრატიული ღირებულებები მნიშვნელოვანია, ის უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციულ ღირებულებებს, ხელს უნდა უწყობდეს გამჭვირვალე საზოგადოებრივ ცხოვრებას, სადაც მედია დიდ როლს თამაშობს, მაგრამ თავისუფალი სიტყვა და მანიპულაცია უნდა გაიმიჯნოს; - პიროვნების თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ეს კულტურა ჩვენთან ჩამოყალიბების პროცესშია; - საზოგადოების მედიაწიგნიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომლის გარეშეც ნებისმიერ პროპაგანდისტულ მედიასაშუალებას საკუთარი პოლიტიკურად მოტივირებული შეხედულე...

საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება

Image
საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება #ჩემიკომენტარი #ფიქრი - საქართველოს განათლების სისტემის უარყოფითი შეფასება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ გამოქვეყნებული კვლევაში საყურადღებო სიგნალი უნდა იყოს შესაბამისი სახელმწიფო და საზოგადოებრივი სტრუქტურებისთვის. - სკოლის გამოცდების გაუქმებამ პირველი საგანგაშო შედეგი უკვე მოგვცა, რაც მომავალში კიდევ უფრო მძიმედ გამოვლინდება. - აუცილებლად უნდა ხდებოდეს მოსწავლის ცოდნის გაზომვა ყოველი სასწავლო წლის ბოლოს. - განათლების სისტემის გრძელვადიანი მოწესრიგების გეგმასთან ერთად უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები არსებული კატასტროფული ვითარების აღმოსაფხვრელად. - ცოდნის დონის გაზომვის მექანიზმი, მათ შორის გამოცდა, წამყვანი ქვეყნების განათლების სისტემების მნიშვნელოვანი წარმატების საფუძველია. TV "ობიექტივი", 20:30, 2021.06.18

ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?!

Image
ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნი...

რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник»

Image
რუსული სამხედრო ბაზა «Арктический Трилистник» არქტიკა დედამიწის ჩრდილოეთ პოლარული მხარეა, მოიცავს ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის განაპირა ნაწილებს, თითქმის მთელ ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს. აქ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყინავს და ხმელეთისა და ოკეანის დიდი ნაწილი თოვლითა და ყინულითაა დაფარული. ბინადრობს თეთრი დათვი. არქტიკის საერთაშორისო სტატუსი განსაზღვრულია შეთანხმებით - დაყოფილია ხუთ სექტორად, თითოეულზე პასუხისმგებლობას ინაწილებენ: რუსეთი, აშშ, ნორვეგია, კანადა და დანია. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით რუსეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ პოლუსს, რისთვისაც არ იშურებს რესურსებს აქ სამხედრო ბაზის ფუნქციონირებისთვის. ისტორიულად რუსეთი ცდილობს იყოს წარმოდგენილი არქტიკაში. 1933 წლის 1 ივნისს შეიქმნა სსრკ-ს ჩრდილოეთის ფლოტილია, რომელიც 1937 წელს ჩამოყალიბდა ჩრდილოეთის ფლოტად. 1954 წლის 17 სექტემბრიდან არქიპელაგის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ბირთვული პოლიგონი. არქტიკაში რუსული საჰაერო თავდაცვის ბაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, რომელიც 2016 წელს გადაეცა ექსპლუატაციაში, «Аркт...

კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდა...

Image
კომპანია JBS-ზე რუსულმა კიბერკრიმინალურმა ჯგუფმა REvil-მა ჰაკერული თავდასხმა განახორციელა "ვაზვრატების" მოთხოვნის მიზნით კიბერშეტევები გრძელდება მსოფლიოს მასშტაბით. ახლახანს ვიხილეთ ამერიკულ ნავთობსადენ Colonial Pipeline-ზე განხორციელებული თავდასხმა თანხის მოთხოვნით, რასაც შედეგად მოჰყვა საწვავის კრიზისი მთელ რიგ შტატებში; ასეთივე ხასიათის იყო თავდასხმა Apple-ზე. FBI-ის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. კიბერკრიმინალს უკვე მოჰყვა ნეგატიური შედეგები, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში ხორცის წარმოება შეფერხდა. პრეზიდენტ ბაიდენის აზრით, პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის მთავრობას აქვთ "ბერკეტები", რომ შეაჩერონ ასეთი თავდასხმები. აშშ-ისა და რუსეთის პირველი პირების დაგეგმილ შეხვედრაზე კიბერკრიმ...

ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ -...

Image
ერთმორწმუნე რუსეთის ჰიბრიდული იარაღი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ - ეკლესია?! სირიის ლიდერმა ბაშარ ალ-ასადმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მეორედ უმასპინძლა. ეს უკანასკნელი დამასკოში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი TU-154M-ით ჩაფრინდა. ვიზიტის "განსაკუთრებულობა" განაპირობა სეპარატისტების წარმომადგენლისა და ანტიოქიის (სირიის) პატრიარქის იოანე X-ეს "თბილმა" შეხვედრამ. იოანე X: „ჩვენ ვადევნებთ თვალს თქვენს ვიზიტს (სირიაში), თქვენს შეხვედრას პრეზიდენტ ბაშარ ასადთან. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. თქვენს სახელმწიფოს, ეკლესიასა და მთელ აფხაზ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სიხარულსა და ყველაფერ საუკეთესოს. მზად ვართ, თქვენს ქვეყანას აღმოვუჩინოთ ნებისმიერი სახის დახმარება, რაც თქვენ დაგჭირდებათ ქრისტიანული და საეკლესიო ხაზით.“ ციტატიდან იკვეთება რუსეთთან შეთანხმებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მზაკვრული გეგმები. კანონიკურად ქრისტიანული სამყარო აფხაზეთს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდ...

მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78)

Image
მსოფლიოს #1 ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78) მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი the USS Gerald R. Ford (CVN-78) 2017 წელს მიიღო აშშ-ის საზღვაო ფლოტმა. 100 000 ტონიანი ბირთვული ავიამზიდი 337 მეტრის სიგრძისაა და მას 90-ზე მეტი მფრინავი აპარატის გადატანა შეუძლია, მათ შორის: მე-5 თაობის გამანადგურებელი გემბანის თვითმფრინავი F-35, გამანადგურებელი-მოიერიშე F/A-18E/F Super Hornet, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენი MH-60R/S და უამრავი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი. ხომალდი შეიარაღებულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით საშუალებებით: Raytheon-ის რაკეტები ESSM, რომლებიც განლაგებულია რვა გამშვებ კონტეინერში – თითოში 38 რაკეტა; ახლო რადიუსში მოქმედებისთვის - რაკეტები RAM, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი – Evolved Sea Sparrow. ეკიპაჟის შემადგენლობაში 4500-4700 პერსონალია. ხომალდში ორი ატომური რეაქტორია განთავსებული. თითოეულ მათგანს 300 მეგავატის გენერირება შეუძლია. ბირთვული ავიამზიდი, სხვა ავიამზიდისგან განსხვავებით, ბევრად უფრო დიდი მანძილის ფარავს. მისი სხვა პარამეტრებია: წყალწყვა – 98 425 ტ; სიგანე (ვარეტხ...