ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

„ხელოვნური ინტელექტი, ეთიკა და მშვიდობა“ - ზაზა ცოტნიაშვილის საჯარო ლექცია ნიქოზში




კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მეუფე ისაიას მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლას შორის არსებული მრავალწლიანი ტრადიციული ურთიერთობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებით გაგრძელდა. 16 თებერვალს, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას მიწვევით, ნიქოზის ხელოვნების სკოლაში CIU-ს მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

შეხვედრის მთავარი თემა იყო „ხელოვნური ინტელექტის ეპოქა: რელიგია, ეთიკა, კონფლიქტები“. ლექცია კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავდა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხის სიღრმისეულ განხილვას.

პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ტექნოლოგიურ პროგრესზე, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ციფრული განახლებით, ის ფუნდამენტურად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას ეთიკის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მართვის მიმართ.

"ჩვენი რეგიონისთვის ასეთი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ნიჭიერი ახალგაზდების მომავლის განსაზღვრაში დღევანდელი შეხვედრაც დიდ როლს ითამაშებს." - აღნიშნა მეუფე ისაიმ.

„სიმბოლურია, რომ სწორედ ამ აუდიტორიასთან, კონფლიქტის ზონის ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი გახდეს როგორც მასშტაბური გამოწვევა, ისე დიდი შესაძლებლობა მშვიდობისა და განვითარებისთვის“ - აღნიშნა ზაზა ცოტნიაშვილმა.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. ლექციას ესწრებოდნენ და დისკუსიაში აქტიურად მონაწილეობდნენ: ნიქოზის ხელოვნებისა და საჯარო სკოლის პედაგოგები, ადგილობრივი ახალგაზრდები, საკითხით დაინტერესებული რეგიონის მკვიდრნი, CIU-ს დოქტორანტები.

დისკუსიისას ხაზი გაესვა AI-ს როლს თანამედროვე სამყაროში და მის გავლენას რელიგიურ და ზნეობრივ ღირებულებებზე. დამსწრე საზოგადოებამ იმსჯელა იმ საფრთხეებსა და პერსპექტივებზე, რომლებსაც ახალი ტექნოლოგიები სთავაზობს კაცობრიობას კონფლიქტების პრევენციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის მეუფე ისაიას ამ მნიშვნელოვანი მასპინძლობისთვის და ნიქოზის ხელოვნების სკოლასთან პარტნიორობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. 

წყარო

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია