ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა - "ექიმს რომ ვუთხარი, მიპასუხა, - რა სისულელეა, საერთოდ რა კავშირშიაო..."




გოგა ბე­რი­ძე, ორი შვი­ლის მა­მაა, მისი ის­ტო­რია არის ამ­ბა­ვი, იმა­ზე თუ რო­გორ აა­რი­და ოჯახს აა­რი­და უმ­ძი­მე­სი ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი. მისი შვი­ლის, ნი­კოს ის­ტო­რია, არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ამ - ამ შემ­თხვე­ვა­ში ChatGPT-მ - შეც­ვა­ლოს ერთი ოჯა­ხის ბედი, მა­შინ როცა სა­მე­დი­ცი­ნო სის­ტე­მა უმოქ­მე­დოა. ექვს თვემ­დე ნიკო ვი­თარ­დე­ბო­და სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი­ვით, თუმ­ცა მა­ლე­ვე ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. 

გაიცანით განათლების სახლის სტიპენდიანტი

გოგა თა­ვი­სი ძა­ლე­ბით ცდი­ლობ­და გა­ე­გო, რა სჭირ­და შვილს, როცა ექი­მე­ბი მხო­ლოდ მოთ­მი­ნე­ბას და "დაკ­ვირ­ვე­ბას" ურ­ჩევ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ კი სწო­რედ ChatGPT-ით მი­ღე­ბუ­ლი მი­თი­თე­ბა გახ­და გარ­დამ­ტე­ხი, სწო­რედ ხე­ლოვ­ნურ­მა ინ­ტე­ლექ­ტმა ახ­სე­ნა პირ­ვე­ლად დი­აგ­ნო­ზი: ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი. გულ­წრფელ და მძი­მე მო­ნო­ლოგს მა­მას­თან PalitraVideo აქ­ვეყ­ნებს. გოგა შვილ­ზე ზრუნ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლობს სის­ტე­მა შეც­ვა­ლოს და მო­ი­თხო­ვოს სა­ხელ­მწი­ფოს­გან თა­ნად­გო­მა. 

ის ასე­ვე სა­უბ­რობს ემიგ­რა­ცი­ის მტკივ­ნე­ულ პერ­სპექ­ტი­ვა­ზე, მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მიც კი არ არის. გოგა ბე­რი­ძის ამ­ბა­ვი - ეს არის ის­ტო­რია ბრძო­ლა­ზე, იმედ­გაც­რუ­ე­ბა­ზე, ციფ­რულ იმედ­ზე და მშობ­ლის უდი­დეს თავ­და­დე­ბა­ზე "ნიკო რომ და­ი­ბა­და ექვს თვემ­დე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად იზ­რდე­ბო­და, ვი­თარ­დე­ბო­და. ექ­ვსი თვის შემ­დეგ და­ე­წყო პრობ­ლე­მე­ბი: წო­ნა­ში კლე­ბა, ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, საჭ­მელს ვე­ღარ ჭამ­და, ყლაპ­ვა უჭირ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე რთულ­დე­ბო­და. ამ პე­რი­ოდ­ში სულ დაგ­ვყავ­და ექი­მებ­თან და უკუ­კავ­ში­რი იყო ძა­ლი­ან ზე­და­პი­რუ­ლი, მო­დით, ცოტა ხანი რძე არ მის­ცეთ, და­აკ­ვირ­დით. 

ბავ­შვს აშ­კა­რად უფრო რთუ­ლად ჰქონ­და საქ­მე ვიდ­რე რძის არ მი­ცე­მა­ში იყო. ერთ დღეს ნი­კომ გა­იღ­ვი­ძა და თვა­ლებს ვე­ღარ ახელ­და, ბავ­შვი გონ­ზე აღარ იყო. სას­წრა­ფოდ, მო­რიგ ჯერ­ზე კი­დევ ერთხელ გა­ვა­ქა­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ექიმ­თან რომ მი­ვიყ­ვა­ნეთ, პა­სუ­ხად იგი­ვე მი­ვი­ღეთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე დავკვირ­ვე­ბო­დით. ვი­კი­თხე, რას დავკვირ­ვე­ბო­დი, ბავ­შვი რომ მაკ­ვდე­ბა ხე­ლებ­ში იმას? - თა­ვად რო­გორ მო­იქ­ცე­ოდ­ნენ ჩემს ად­გი­ლას. არ ვიცი, სხვა რა გი­თხრაო. მივ­ხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონ­და ამათ ლო­დინს. ავ­დე­ქით და რე­ა­ნი­მო­ბი­ლით გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ბავ­შვი კლი­ნი­კა­ში, სა­დაც შეყ­ვა­ნი­სას იქვე ანა­ლი­ზე­ბი გა­უ­კე­თეს. პირ­ველ რიგ­ში ელექტრო­ლი­ტე­ბის, ბავ­შვს ენერ­გია არ ჰქონ­და, ეღ­ვი­ძა, მაგ­რამ ეძი­ნა. გვი­თხრეს, რომ კა­ლი­უ­მი ჰქონ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი და შე­იძ­ლე­ბა გული გას­ჩე­რე­ბო­და, მაგ­რამ არ იცოდ­ნენ, კონ­კრე­ტუ­ლად რა სჭირ­და. გა­დას­ხმის შემ­დეგ ფერ­ზე მო­ვი­და,გა­იღ­ვი­ძა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგი­ვე და­ე­მარ­თა. 

სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში ბევრ პრობ­ლე­მას წა­ვა­წყდით, ეს იყო ემ­პა­თია, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ ბავ­შვს კი­დურ­ზე ად­გი­ლი აღარ ჰქონ­და, რომ ანა­ლი­ზი აგ­ვე­ღო. თით­ქოს არც არა­ფე­რი ხდე­ბა, ხან­და­ხან დამ­ცი­ნა­ვი, ირო­ნი­უ­ლი პა­სუ­ხე­ბიც მოგ­ვის­მე­ნია. პლუს ამ და­ა­ვა­დე­ბას სჭირ­დე­ბა სი­სუფ­თა­ვე, ჰი­გი­ე­ნუ­რი გა­რე­მო. ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ცის­ტურ ფიბ­რო­ზი­ა­ნი ბავ­შვე­ბის­თვის არის ბაქ­ტე­რია. 

ამ სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ნა­ი­რი დი­აგ­ნო­ზი რომ ვერ და­უს­ვეს, მახ­სოვს ერთ დღეს ვი­ჯე­ქი ჩემს მე­გო­ბარ­თან სახ­ლში, სა­ბუ­თებს ვას­კა­ნე­რებ­დით, ვაგ­ზავ­ნი­დით სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­ში. ახა­ლი შე­მო­სუ­ლი იყო ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი Chatgpt. ვი­ფიქ­რე, ვცდი, ჩვე­ნი რა მი­დის, იქ­ნებ სა­ინ­ტე­რე­სო გვი­თხრას, სრუ­ლი ანამ­ნე­ზი ჩავ­წე­რეთ. დი­აგ­ნო­ზად მოგ­ვწე­რა ცის­ტუ­რი ფიბ­რო­ზი. რომ­ლის ხსე­ნე­ბაც იქამ­დე არც ყო­ფი­ლა. სიმპტო­მე­ბი რომ მო­ვი­ძი­ეთ ყვე­ლა­ფე­რი ემ­თხვე­ო­და. 

ეს არის გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც გა­და­დის ბავ­შვზე ორი მშობ­ლის მუ­ტა­ცი­ით. მშობ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ამ მუ­ტა­ცი­ის მა­ტა­რებ­ლე­ბი. თუ ორი­ვე მშო­ბელს აქვს მუ­ტა­ცია, 25% შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს რის­კი, რომ ბავ­შვი და­ი­ბა­დოს არა მუ­ტა­ცი­ით, არა­მედ და­ა­ვა­დე­ბით. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში ნი­კოს არ გა­უ­მარ­თლა და გა­მოჰ­ყვა და­ა­ვა­დე­ბა. და­ვუ­რე­კე ექიმს და რა თქმა უნდა, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი არ მიხ­სე­ნე­ბია და ვუ­ხა­რი, რომ ერთ-ერ­თმა თურ­ქულ­მა კლი­ნი­კამ გა­მოთ­ქვა ეჭვი ამ და­ა­ვა­დე­ბა­ზე და თა­ვად რას ფიქ­რობ­და. მი­პა­სუ­ხა, - რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­ერ­თოდ რა კავ­შირ­ში­აო. ვუ­თხა­რი, რომ მა­ინც გა­დაგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა, რა­ზეც მი­თხრა, რომ მათ კლი­ნი­კა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ტეს­ტი არ კეთ­დე­ბო­და და სხვა კლი­ნი­კი­დან მი­მეყ­ვა­ნა სპე­ცი­ა­ლის­ტი და გა­და­მე­მოწ­მე­ბი­ნა. მო­ვიკ­ვლიე რომ არ­სე­ბობს ორი სა­ხის ტეს­ტი ერთი არის ოფ­ლის ტეს­ტი, რომ­ლი­თაც დგინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ალ­ბა­თო­ბა და მე­ო­რე გე­ნე­ტი­კუ­რი, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ კეთ­დე­ბა. ოფ­ლის ტეს­ტის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, აღ­მო­აჩ­ნდა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. 

შემ­დეგ გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვაგ­ზავ­ნეთ გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი და ჩა­მო­ვი­და პა­სუ­ხი რომ ბავ­შვს ეს და­ა­ვა­დე­ბა აქვს. ეს და­ა­ვა­დე­ბა არ იკურ­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მარ­თვა, რომ დიდ ასა­კამ­დე გა­უ­ხან­გრძლი­ვო სი­ცო­ცხლე. მო­არ­ჩი­ნო, ამ ეტაპ­ზე ეს არ ხდე­ბა. ტობ­რა­მი­ცი­ნი არ­სე­ბობს ასე­თი ან­ტი­ბი­ო­ტი­კი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბაქ­ტე­რია ფსევ­დო­მო­ნას სამ­კურ­ნა­ლოდ. მშობ­ლებს გვი­წევს თურ­ქეთ­ში ნაც­ნო­ბე­ბი ვნა­ხოთ რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნონ, 3 ათა­სი ლარი ჯდე­ბა ერთი თვე. ამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვა­კე­თებთ, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლიც კი არ არის ეს მე­დი­კა­მენ­ტიო, არა­თუ ფი­ნანსდე­ბა. ასე­ვე სა­ჭი­როა ბავ­შვის­თვის კლი­ნი­კე­ბი სტა­ცი­ო­ნა­რი, სა­დაც არ ექ­ნე­ბა სხვა ბავ­შვებ­თან შე­ხე­ბა, რად­გან რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ბაქ­ტე­რია მის­თვის სა­ხი­ფა­თოა. ასე­თი სტა­ცი­ო­ნა­რი ჩვენ არ გვაქვს,. სჭირ­დე­ბა ფი­ზი­ო­თე­რა­პია, ამ და­ა­ვა­დე­ბის კუ­თხით სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩვენ­თან არ არი­ან. არა­და, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზურ­გის მა­სა­ჟი, რომ ბავ­შვმა ლორ­წო ამო­ი­ღოს. თუ არ ამო­ი­ღო, ბაქ­ტე­რია მრავ­ლდე­ბა და ამი­ტომ მა­სა­ჟებს ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვუ­კე­თებთ.


წყარო

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია