კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლების” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

ყურადღებას იმსახურებს მცირე მოცულობის, მაგრამ ქართულ ენაზე კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი ცდა - პანდელი პანის “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლები”, რომელიც დააფინანსა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (Friedrich Naumann Stiftung für die Freiheit).
სამხერთ კავკასიის რეგიონის ჟურნალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად მომზადდა სახელმძღვანელოები ჟურნალისტიკის მიმართულებით და მოიცვა ეკონომიკის, კულტურის და კონფლიქტების გაშუქების სფეროები.

ფონდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს უსასყიდლოლდ გადასცა ნაბეჭდი წიგნები, ხოლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასთვის.
წიგნის ავტორი, დოქტორი პანდელი პანი თითქმის სამი ათეული წელია მუშაობს ჟურნალისტად და კონსულტანტად. მან მოამზადა და ჩაატარა ჟურნალისების გადამზადების ტრენინგები უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილის სსრკ-ს, ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ის მოწვეული ლექტორის სტატუსით მოღვაწეობდა ბერლინის, ბელგრადის, თბილისის უნივერსიტეტებში.
წიგნის თანაავტორია დოქტორი ულრიკე ფიშერ-ბუტმალოიუ, რომელსაც დიდი გამოცდიელბა აქვს ჟურნალისტების გადამზადების მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


დაინტერესებული მკითხველი წიგნში იპოვის პასუხებს კითხვებზე: როგორ შეინარჩუნონ ობიექტურობა კრიზისების, კონფლიქტებისა და ომების შესახებ წერისას? რა კრიტერიუმებით იზომება ჟურნალისტური კვალიფიკაცია კრიზიუსლ ეპოქაში? რამდენად დიდ გავლენას ახდენს სტერეოტიპები და ცრურწმენა შესაბამისი ქვეყნების მედიაზე? როგორი შეიძლება იყოს დისკირმინაციისგან თავისუფალი მედია? წარმოდგენლი კითხვები სხვადასხვა ქვეყნებიდან შეკრებილმა ჟურნალისტებმა, აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა განიხილეს შეხვედრებზე, რაც შემდგომ აისახა სახელმძღვანელოში.
წიგნში წარმოდგენილია შემდეგი თემატიკა: კონფლიქტი - სენსიტიური თემა ჟურნალისტიკისთვის; შესაბამისი ცოდნა და უნარები; კონფლიქტის არსი, მისი გამომწვევი მიზეზები; განსხვავება კონფლიქტსა და ძალადობას შორის; კონფლიქტის ანალიზი ჟურნალისტური საქმიანობისთვის; კონფლიქტის ესკალაციის ტიპები; ჟურნალისტების წვლილი კონფლიქტის გადაჭრასა და მშვიდობის დამყარებაში; მედიის როლი კონფლიქტში; მშვიდობიანი ჟურნალისტიკის კონცეფცია;
სახელმძღვანელოში წარმოდგენლია ზუსტად შერჩეული კონფლიქტური სიტუაციები და რეკომენდაციები მათ გასაშუქებლად. მოცულობითია გამოყენებული ლიტერატურის სია, რაც სპეციალისტების დიდ ინტერესს გამოიწვევს.


წიგნში საგრძნობია ენობრივი ხარვეზები, რაც ძირითადად გამოწვეულია ქართულ ენაზე შესაბამისი ტერმინოლოგიის არარსებობითა და საკითხის კონტექსტუალური გააზრების უზუსტობით.
წინამდებარე სახელმძღვანელო კარგი საფუძველია, რომ ქართულ ენაზე შეიქმნას საუნივერსიტეტო მედია განათლბისთვის, პრაქტიკული გამოცდილებასა და კვლევებზე დამყარებული, შედარებით ფართო პლანიანი წიგნი.

2021.01.27

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია