კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

ზაზა ცოტნიაშვილი "ყველის გამყიდველი" ციკლიდან "ნამდვილი ამბები"




22.03.2020, კორონას ეპოქა მძვინვარებს. გუშინ, მხოლოდ იტალიაში 800-მდე ადამიანი დაიღუპა. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით ზოგადი მონაცემები ასეთია: ინფიცირებული - 317 309, დაღუპული - 13 643, განკურნებული - 96 010.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, მაგრამ ეკლესიებში, წირვაზე შეზღუდილი რაოდენობით მრევლი მაინც მივიდა. თითქმის ყველა ქვეყანამ, რადიკალური რელიგიური სახელმწიფოების ჩათვლით, აკრძალა ადამიანთა დიდი რაოდენობის შეკრება, მათ შორის რელიგიური რიტუალების შესასრულებლად, მსოფლიო პატრიარქიც ამას ქადაგებს. იმედია, ჩვენი ეკლესიაც მალევე მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

ვცდილობთ სახლიდან არ გავიდეთ, ვიცავთ ჩვეულ ყოველდღიურ განრიგს, დარბაზის ნაცვლად სახლში ვვარჯიშობთ, დილით “პლანკა”, შემდეგ იატაკიდან აზიდვა, დღეს 40-ჯერ შევძელი, ვაპირებ გავაუმჯობესო მაქსიმალურად და ჩემი “ფეისბუქ მეგობრებიც” გამოვიწვიე ამ საშურ საქმეში.

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ვამზადებ ლექციების კურსს ონლაინ საგანმანათლებლო ფორმატში, რაც საინტერესოდ დაიწყო და იმედია გვექნება შესაბამისი შედეგები.

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥

ლიკა უკვე გამოცდილი ონლაინ ისტორიის პედაგოგია, მის გაკვეთილებს განათლების სახლის მოსწავლეები და მათი შესანიშნავი ოჯახები მთელი შემადგენლობით ესწრებიან და ძალიან მოსწონთ.

ჩემი ძმისშვილის, ეთუნას დაჟინებული რეკომენდაციის მიუხედავად არ გამოვიძახეთ პროდუქტი, რადგან თბილისში გასეირნება, დისტანცირებულად სხვა ადამიანებთან, ჯერჯრობით არ იკრძალება.

პირბადეებით აღჭურვილებმა - მე, ლიკამ და მოლიმ ჩავიარეთ ჭავჭავაძეზე. ვაკის პარკთან გუგუნებს ტექნიკა, ინფრასტრუქტურული პროექტი აღსრულების პიკზეა, ქუჩაში ძირითადად დაძაბული ან პირბადიანი სახეები გვხვდება.

კარფურში შევიარეთ, 1,5 მეტრიანი დისტანცირების აღმნიშვნელი ნიშნები დაუმაგრებიათ იატაკზე და ადამიანებიც ცდილობენ დაემორჩილონ რეკომენდაციებს. შემოგვთავაზეს ერთჯერადი ხელთათმანები, რომლებიც გამოვიყენეთ პროდუქტის შესარჩევად.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

ფალიაშვილით ვბრუნდებით სახლის მიმართულებით და თვალი მომჭრა სოფლის ყველის ნაირნაირმა ასორტიმენტმა, მართალია, ბოლო დროს რძის პროდუქტების შეზღუდვა გადავწყვიტეთ ჭკვიანი ადამიანების რჩევითა და ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, მაგრამ კორონას ეპოქაში ძალიან მომინდა უმარილო სოფლის ყველი.

მივედი, ვიკითხე, კი, გვაქვსო, გადახდის ტერმინალიც გვაქვსო, რომ ნაღდ ფულთან არ იყოს შეხებაო, ეს ძალიან მომეწონა. ორი ხანშიშესული ქალბატონი ემსახურებოდა მომხმარებლებს, რომლებიც დისტანცირებულად იდგნენ სასურველი ყველის მოლოდინში.

დაიწყო ჩემი შეკვეთილი ყველის ძებნა, გამყიდველმა ჩამოიწია პირბადე, გახსნა და დააგემოვნა 7-8 თავი ყველი, აქ ცოტა ავღელდი. მან შემატყო დაძაბულობა, გარეთ გავიდეთ აქ დახურული სივრცეაო და ხომ იცი კორონას რისკიაო და გაიღიმა, ჩანდა, ყველის გაყიდვების რაოდენობაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე უსაფრთხოების ზომებზე, მაგრამ ავტომატურად ისევ დავმშვიდდი.

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

ეს ყველი მე უკვე გავსინჯე, აბა, მიდი ახლა შენ მიირთვიო და ამავე დანით, რომლითაც თვითონ მოთალა და დააგემოვნა, შემომთავაზა. აქ კოვზი გამახსენდა, რომლითაც მასები სარგებლობენ რელიგიური რიტუალის დროს. მე მოკრძალებული უარი ვუთხარი, გენდობით-მეთქი.

მინდოდა უარი მეთქვა მთელი რუდუნებით შერჩეულ ყველზე, მაგრამ მისი მოტივირებული სახე ამის ნებას არ მაძლევდა. მეორე ქალბატონს გამარჯვებული სახით გადასცა ყველი და უთხრა, რომ ჩაედო პოლიეთილენის პარკში, აქ საოცრება მოხდა, ამ უკანასკნელს ხელზე ეკეთა უკვე მთელი დღის ხმარებისგან შელახული ხელთათმანი, რაზეც მე მზერა გამეყინა, მან შემატყო და ზედ გადაიცვა ახალი ერთჯერადი ხელთათმანი, კვლავ ცოტა შვება ვიგრძენი. აიღო ახალი პარკი, მაგრამ გაბრაზებულმა შეჰყვირა, დავიტანჯე ამ ხელთათმანებით, ვერ ვხსნი პარკსო და მთელი ძალით შეუბერა ლორწოვანი მასით გაჯერებული ჰაერის ნაკადი, აქ აპირებდა ჩემი ყველის ჩადებას. ამ დროს აღმომხდა, მე გავხსნი სხვა პარკს და იქ ჩამიდეთ-მეთქი. მადლობა ღმერთს, დამთანხმდა.

ამ ტრაგიკულ სცენას თვალს ადევნებდნენ ლიკა და მოლი, გზაში მე ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ლიკა მამშვიდებდა, ამ ყველს რამდენჯერმე გავრეცხავ ცხელი წყლითო.

იმედია, მალე გადაივლის. 

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია