ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “ჰიბრიდული ომების ანატომიის” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

 



მიუხედავად იმის, რომ ბევრი მკვლევარი, პროფესორი თუ ექსპერტი მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და კონფლიქტურ პროცესებზე, სამწუხაროდ არ ვართ განებივრებული საუნივერსიტეტო სივრცისთვის ღირებული თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენაძენია ცნობლ ავტორთა კოლექტიური ნაშრომი “ჰიბრიდული ომების ანატომია.”

💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ 💥💥

ქართულ ენაზე, პრაქტიკულად პირველად, მკითხველს აქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნოს ჰიბრიდული ომის კომპონენტებს, ძირითად გამოწვევებს, შესაძლებლობებს და მისი შეჩერების მეთოდებს.

ანოტაციაში ვკითხულობთ: “წიგნი სხვადასხვა თეორიული მასალის ანალიზისა და პრაქტიკული მაგალითების სინთეზით წარმოგიდგენთ არსებულ რეალობას და მომავლის გამოწვევებს. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის განხილვას, მათ შორის, ომისა და მშვიდობის საერთაშორისო-სამართლებრივ რეჟიმსა და მის ხარვეზებს, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლებლობებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც ასუსტებს და ლეგიტიმაციას უკარგავს საერთაშორისო სამართლებრივ სისტემას.”

💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 

წიგნის რედაქტორი და წინათქმის “მცირე სახელმწიფოების დიდი სტრატეგია” ავტორი გახლავთ თინათინ ხიდაშელი; საქართველოს ომს მეოთხე განზომილებაში განიხილავს გიორგი მასალკიანი, ომის კომპლექსურ ხასიათს XXI საუკუნეში - გიორგი ბუტიკაშვილი; ჰიბ­რი­დუ­ლი ომის სამ­ხედ­რო კომ­პო­ნენ­ტს - ომარ ბეგოიძე; ჰიბ­რი­დუ­ლი ომის სა­მარ­თ­ლებ­რი­ვ გა­მოწ­ვე­ვე­ბს - ბესიკ ლოლაძე; საერთაშორისო წესრიგს - ნიკოლოზ აგლაძე; ნატოს ჰიბრიდული საფრთხეების პოლიტიკას - მიხეილ დარჩიაშვილი; ევროკავშირის ჰიბრიდული საფრთხეების პოლიტიკას - კახა გოგოლაშვილი; შიდა სახელმწიფოებრივი სისუსტეების რუსულ იარაღად ქცევის ჰიბრიდულ სტრატეგიას საქართველოსა და უკრაინის მაგალითზე - შოთა ღვინერია; რუსეთის საინფორმაციო ოპერაციებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში - ვერონიკა ვიჩოვა; მომცრო მედეგი სახელმწიფოს მშენებლობას რუსეთის საზღვართან ესტონეთის მაგალითზე - ივო იურვეე; სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ჰიბრიდული ომის პირობებში საზოგადოების მედეგობის შენარჩუნების მიზნით - გიორგი მოლოდინი; ისლამური სახელმწიფოს ჰიბრიდულ ომს - ზურაბ აგლაძე და დათო ჩხეტიანი; რუსულ ჰიბრიდული ომს საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთის ომის მაგალითზე - კახაბერ ესებუა; კიბერსაფრთხეებს და მათთან ბრძოლის სტრატეგიულ მიმართულებებს საქართველოს პერსპექტივიდან - ანდრია გოცირიძე; რუსული ჰიბრიდული ომის და საზოგადოებრივი აზრის პრობლემებს საქართველოში - იაგო კაჭკაჭიშვილი;

სახელმძღვანელოს ახლავს: გამოყენებული ლიტერატურურის ჩამონათვალი, ტერმინების განმარტებები, ანბანის მიხედვით უცხო ენაზე გამოყენებული აბრევიატურების განმარტება და ავტორთა ბიოგრაფიები.

💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან

დიდი მადლობა გამომცემლებს და ავტორებს ჩვენი სალექციო კურსების ასეთი რესურსით უზრუნველყოფისთვის. ნამდილად საშური საქმე გაკეთდა, რომელიც იმედია, სპეციალისტებისთვისა და მკითხველთა ფართო წრისათვის კიდევ უფრო მასშტაბური გამოცემების შეთავაზებით გაგრძელდება. კვლევებზე დაფუძნებული სახელმძღვანელოებით ჩვენი მომავალი თაობების აღზრდა საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების, ტერიტორიული გამთლიანებისა და ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

2021.01.24
თბილისი
#განათლებისსახლი
#კსუ
#ჰიბრიდულიომები
#საინფორმაციოომები

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია