უკრაინის ომის წლისთავზე ახალი ეტაპი იწყება - GLSDB მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა დასავლეთისგან უკრაინისთვის შეუქცევად პროცესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრაინელები დახმარების ტემპით არ არიან კმაყოფილნი, ისინი ამჯერად დიდი იმედით ელიან 2,17 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას. ახალი პაკეტი ითვალისწინებს 181 ჯავშანმანქანას, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს, 190 მძიმე ტყვიამფრქვევს, საჰაერო დაზვერვის რადარებს, საზენიტო ქვემეხებს, საბრძოლო მასალებს და სხვ. ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ამ პაკეტში Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატება მოუტანოს უკრაინულ მხარეს, რადგან მისი სროლის მანძილი 150 კილომეტრს შეადგენს და არის უახლოესი ტექნოლოგიებით მოქმედი რაკეტის სისტემის ჭურვი, რომელსაც მანევრირების საოცარი უნარი (ფრენის დროს იცვლის მიმართულებას) და სიზუსტე აქვს...