ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ახალი საფეხური - როდემდე გაუძლებს ფაშისტური რეჟიმი?!


რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ახალი საფეხური - როდემდე გაუძლებს ფაშისტური რეჟიმი?!
წუხელის რუსებმა დაუნდობლად დაბომბეს უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორისაა ოდესა, გამოიყენეს 5 ტიპის რაკეტა: „კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, „ისკანდერ კ“ და ბალისტიკური „ისკანდერ მ“. სამწუხაროდ დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი, განადგურდა ოდესის ცნობილი პრეობრაჟენსკის ტაძარიც, ერთმორწმუნეს ეს "კარგად" გამოსდის.
რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ხორბლის მარაგები ოდესის პორტში, ვრცელდება დამწვარი ხორბლის ამსახველი კადრები, რაც ზოგიერთი ქვეყნაში შიმშილის რისკს ზრდის.
რუსული დაბომბვის გააქტიურება გამოწვეული უნდა იყოს ყირიმის სტრატეგიულ ხედზე და ყირიმში რუსულ სამხედრო რესურსებზე უკრაინული წარმატებული იერიშებით, თავად პუტინი დაიმუქრა, რომ დაუნდობლად უპასუხებდნენ ასეთ ქმედებებს. ასევე იკვეთბა, რომ სანქციების მარწუხები უკვე საგრძნობია, რადგან რუსულმა მხარებ გააჟღერა "ვაჭრობის" სურივლი "სვიფტის" ქსელში დაბრუნების სანაცვლოდ...
ბელორუსში ვაგნერელების ნაწილი ჩაერთო სამხედრო წვრთნებში, რაც პოლონეთის შეშფოთებას იწვევს, გერმანიამ პოლონეთს თანადგომა გამოუცხადა და უკრაინას უკვე გადასცა Leopard 1 ტიპის 10 ტანკი.
ცოტა ხნის წინ პუტინი შეეცადა რუსულ სტილში გერმანელებსა და პოლონელებს შორის დაეძაბა ვითარება, როდესაც გაიხსენა, რომ გერმანიის ნაწილი სტალინმა უფეშქაშა პოლონეთს;
იმედია, ერთიანი დასავლეთი სიმტკიცეს შეინარჩუნებს, რადგან სტაბილურობის აღდგენა და შენარჩუნება მსოფლიოში არა ისტორიული ფაქტების კონსტატაციით, არამედ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობითაა შესაძლებელი, ვისაც წესრიგი უნდა ასეც იქცევა, მაგრამ ვისაც ქაოსი და ომი სურს დედამიწაზე პუტინივით იხსენებს მისთვის "სასარგებლოდ" ისტორიულ ფაქტებს საზოგადოების მანიპულაციისთვის.
ამერიკული დაზვერვა ადასტურებს, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია განთავსდა.
ზელენსკი სტოლტენბერგს წინადადებით მიმართავს დაუყოვნებლივ მოიწვიონ ნატო-უკრაინის საბჭო.
დასავლეთი ბეწვის ხიდზე სიარულს აგრძელებს, ღიად თუ ფარულად ეხმარება უკრაინას, მაგრამ ცდილობს გამოკვეთილ მხარედ არ იქცეს ომში, რომ მე-3 მსოფლიო ომის რისკი შეამციროს.
ასეთი ვითარებაში კი მართლდება ჩვენი სამწუხარო პროგნოზი, საქმე გვაქვს გრძელვადიან, დაუნდობელ, სისხლიან ომთან, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვება.
მისი დასრულების ნიშნები კი მხოლოდ რუსული სამხედრო რესურსების შემცირების შემდეგ გამოჩნდება...
როდემდე გაუძლებს ფაშისტური რეჟიმი?!
#რუსეთუკრაინისომი #კონფლიქტი
#ზაზაცოტნიაშვილი #ფიქრი #ჩემიაზრი
ვიდეო: 23.07.23, დაბომბილი პრეობრაჟენსკის ტაძარი ოდესაში

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია