ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

პუტინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება -რუსეთის გავლენაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი


პუტინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება - სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის გავლენაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო წლების მიღწევების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.” შესაძლოა, პუტინმა ამავე გამოფენაზე განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პუტინს შეუძლია კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და აღნიშნული თანამდებობა 2036 წლამდე ეკავოს (ამ დროისთვის 84 წლის იქნება). კრემლი არსებული საომარი მდგომარეობის შესაძლებლობად გამოყენებას აპირებს და პუტინის გამარჯვებას რეკორდული მონაცემებით გეგმავს. რამდენად დააფიქრებს რუსეთს 2024 წლის მარტამდე უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გაფართოებული ომი და ამ დროისთვის დაღუპული 245 700 სამხედრო - საინტერესო?! გახშირდა აფეთქებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: მოსკოვში ცხოვრება სიცოცხლის რისკი რომაა წუხელის განხორციელებულმა კიდევ ერთმა შეტევამ დაადასტურა... სარატოვში, ტაგანროგში, როსტოვის ოლქში და სხვაგან დენთის სუნი ტრიალებს, ფეთქდება და ინგრევა შენობები, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია... რუსულ-უკრაინული ორმხრივი სარეკეტო დაბომბვების ფონზე, დღევანდელი ვითარების მიხედვით, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ ბახმუტთან და სამხრეთში... სავარაუდოდ, გრძელვადიან კონფლიქტში უკრაინასთან რუსეთი მნიშვნელოვნად დაზარალდება, რასაც პროპაგანდა სრულიად განსხვავებულად მიაწოდებს რუს ამომრჩევლებსა და მსოფლიოს. ამდენად, 2024 წლის მარტში კვლავ პუტინის ხელისუფლებაა მოსალოდნელი რუსეთის სათავეში, 2030 წლამდე თუ ვიქენით ან ჩვენ, ან პუტინი, ან სამყარო, მერე გამოჩნდება კიდევ ჩვენი ხვედრი, რადგან სწორედ რუსეთის გავლენებზეა დამოკიდებული ჩვენი სამშობლოს მომავალი... ვიდეო: 2023 წლის 28 ივლისი, ტაგანროგი (რუსეთი), უკრაინული რაკეტით შეტევა. #ფიქრი #ჩემიაზრი #კონფლიქტი #რუსეთუკრაინისომი

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია