On the Anniversary of the War in Ukraine, a New Stage Begins - GLSDB

უკრაინის ომის წლისთავზე ახალი ეტაპი იწყება - GLSDB
მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა დასავლეთისგან უკრაინისთვის შეუქცევად პროცესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრაინელები დახმარების ტემპით არ არიან კმაყოფილნი, ისინი ამჯერად დიდი იმედით ელიან 2,17 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას.
ახალი პაკეტი ითვალისწინებს 181 ჯავშანმანქანას, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს, 190 მძიმე ტყვიამფრქვევს, საჰაერო დაზვერვის რადარებს, საზენიტო ქვემეხებს, საბრძოლო მასალებს და სხვ.
ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ამ პაკეტში Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატება მოუტანოს უკრაინულ მხარეს, რადგან მისი სროლის მანძილი 150 კილომეტრს შეადგენს და არის უახლოესი ტექნოლოგიებით მოქმედი რაკეტის სისტემის ჭურვი, რომელსაც მანევრირების საოცარი უნარი (ფრენის დროს იცვლის მიმართულებას) და სიზუსტე აქვს. უკრაინელებს მიეცემათ შესაძლებლობა 150 კილომეტრის რადიუსში გაანადგურონ ნებისმიერი რუსული სამხედრო რესურსი, რაც რუსულ მხარეს უდიდეს პრობლემებს შეუქმნის.
მიუხედავად ასეთი ეფექტური თვისებებისა, GLSDB ღირებულება 10 ჯერ და მეტჯერ იაფია, ვიდრე მსგავსი მონაცემების სხვა ჭურვები, მისი ფასი 40 000 დოლარს შეადგენს, რაც უკრაინელებს GLSDB-ის დიდი რაოდენობით გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
სახეზეა რუსულ-უკრაინული სისხლისმღვრელი კონფლიქტის ესკალაციის შემდეგი საფეხური, ამ ეტაპზეც არ შეიმჩნევა დასრულების რაიმე ნიშანი.
#ფიქრი #უკაინისომი
ვიდეო: Ground Launched Small Diameter Bomb

Comments