პუტინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება -რუსეთის გავლენაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი
პუტინი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება - სამწუხაროა, მაგრამ რუსეთის გავლენაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. “პოზიტიურ ფონად” ფორუმ-გამოფენა “რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და “ბოლო წლების მიღწევების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.” შესაძლოა, პუტინმა ამავე გამოფენაზე განაცხადოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. 2020 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, პუტინს შეუძლია კიდევ ორჯერ იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე და აღნიშნული თანამდებობა 2036 წლამდე ეკავოს (ამ დროისთვის 84 წლის იქნება). კრემლი არსებული საომარი მდგომარეობის შესაძლებლობად გამოყენებას აპირებს და პუტინის გამარჯვებას რეკორდული მონაცემებით გეგმავს. რამდენად დააფიქრებს რუსეთს 2024 წლის მარტამდე უკვე რუსეთის ტერიტორიაზე გაფართოებული ომი და ამ დროისთვის დაღუპული 245 700 სამხედრო - საინტერესო?! გახშირდა აფეთქებები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე: მოსკოვში ცხოვრება სიცოცხლის რისკი რომაა წუხელის განხორციელებულ...