Posts

პრობლემები განათლების სისტემაში

Image

განათლება და საქართველოს მომავალი

Image

საზოგადოების ინფორმაციით მანიპულაცია

Image

ყალბი ინფორმაციის სახეები

Image

ზაზა ცოტნიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ტერორიზმი და მედია (მოკლე მიმოხილვა)

Image
  ექსტრემალური სიტუაციების გაშუქება ჟურნალისტისგან ითხოვს საფუძვლიან ცოდნას და გამოცდილებას. კონფლიქტების, საომარი მოქმედებების, კიბერ თავდასხმების ეპოქაში სამწუხაროდ, არ კარგავს აქტუალურობას ტერორიზმი და მისი მედიაში წარმოჩენის პრობლემები.   2020 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიამ (იუნესკო) ჟან-პოლ მარსოზის “ტერორიზმი და მედია” ჟურნალისტებისთვის   სახელმძღვანელოდ გამოსცა, რომელიც იმავე წელს ქართულად ითარგმნა, დაისტამბა (უნივერსიტეტებს გადაეცა საჩუქრად) და ელექტრონული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ძალისხმევით (ფონდ ჰიდაიას და ევროკავშირის გრანტით). 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ - 599 20 10 96, ვაჟა-ფშაველას 10, მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან  💥 💥 ჟან-პოლ მარსოზი ჟურნალისტი და ესეისტია, ბელგიური გაზეთის Le Soir აქტიური   ავტორი და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლების” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

Image
ყურადღებას იმსახურებს მცირე მოცულობის, მაგრამ ქართულ ენაზე კონფლიქტების გაშუქების მიმართულებით სახელმძღვანელოს გამოცემის პირველი ცდა - პანდელი პანის “კონფლიქტური სიტუაციების გაშუქების საფუძვლები”, რომელიც დააფინანსა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა (Friedrich Naumann Stiftung für die Freiheit). სამხერთ კავკასიის რეგიონის ჟურნალისტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების თანამშრომლობის შედეგად მომზადდა სახელმძღვანელოები ჟურნალისტიკის მიმართულებით და მოიცვა ეკონომიკის, კულტურის და კონფლიქტების გაშუქების სფეროები. 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ  💥 💥 ფონდის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ საქართველოს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს უსასყიდლოლდ გადასცა ნაბეჭდი წიგნები, ხოლო სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ყველასთვის. წიგნის ავტორი, დოქტორი პანდელი პანი თითქმის სამი ათეული წელია მუშაობს ჟურნალისტად და კონსულტანტად. მან მოამზადა და ჩაატარა ჟურნალისების გადამზადების ტ...

ზაზა ცოტნიაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი “ჰიბრიდული ომების ანატომიის” შესახებ (მოკლე მიმოხილვა)

Image
  მიუხედავად იმის, რომ ბევრი მკვლევარი, პროფესორი თუ ექსპერტი მუშაობს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და კონფლიქტურ პროცესებზე, სამწუხაროდ არ ვართ განებივრებული საუნივერსიტეტო სივრცისთვის ღირებული თანამედროვე სახელმძღვანელოებით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შენაძენია ცნობლ ავტორთა კოლექტიური ნაშრომი “ჰიბრიდული ომების ანატომია.” 💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ  💥 💥 ქართულ ენაზე, პრაქტიკულად პირველად, მკითხველს აქვს შესაძლებლობა სიღრმისეულად გაეცნოს ჰიბრიდული ომის კომპონენტებს, ძირითად გამოწვევებს, შესაძლებლობებს და მისი შეჩერების მეთოდებს. ანოტაციაში ვკითხულობთ: “წიგნი სხვადასხვა თეორიული მასალის ანალიზისა და პრაქტიკული მაგალითების სინთეზით წარმოგიდგენთ არსებულ რეალობას და მომავლის გამოწვევებს. სახელმძღვანელოში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის განხილვას, მათ შორის, ომისა და მშვიდობის საერთაშორისო-სამართლებრ...