ზაზა ცოტნიაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი - ტერორიზმი და მედია (მოკლე მიმოხილვა)

 


ექსტრემალური სიტუაციების გაშუქება ჟურნალისტისგან ითხოვს საფუძვლიან ცოდნას და გამოცდილებას. კონფლიქტების, საომარი მოქმედებების, კიბერ თავდასხმების ეპოქაში სამწუხაროდ, არ კარგავს აქტუალურობას ტერორიზმი და მისი მედიაში წარმოჩენის პრობლემები.  


2020 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიამ (იუნესკო) ჟან-პოლ მარსოზის “ტერორიზმი და მედია” ჟურნალისტებისთვის  სახელმძღვანელოდ გამოსცა, რომელიც იმავე წელს ქართულად ითარგმნა, დაისტამბა (უნივერსიტეტებს გადაეცა საჩუქრად) და ელექტრონული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა მედიის განვითარების ფონდის (MDF) ძალისხმევით (ფონდ ჰიდაიას და ევროკავშირის გრანტით).


💥💥 სასურველი საგნების შესწავლა; ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო გამოცდებისთვის მომზადება - ონლაინ ან აუდიტორიაში, თქვენი სურვილისამებრ - 599 20 10 96, ვაჟა-ფშაველას 10, მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტთან 💥💥


ჟან-პოლ მარსოზი ჟურნალისტი და ესეისტია, ბელგიური გაზეთის Le Soir აქტიური  ავტორი და ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის პროფესორი. მან ასევე დაწერა რამდენიმე წიგნი ჟურნალისტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. სხვადასხვა დროს იყო პროგრამის „მედია დემოკრატიისთვის“ დირექტორი ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციაში (ICJ), Human Rights Watch-ის ევროპის რეგიონის საინფორმაციო დირექტორი და ევროკავშირის ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის კორესპონდენტი (CPJ, ნიუ-იორკი).


სახელმძღვაენლოს მიზანია ჟურნალისტებს გააცნოს პასუხისმგებლიანი, პროპორციული და სტიგმისა და სენსაციისგან თავისუფალი გაშუქების სტრუქტურა. ის შემუშავდა წამყვანი ინსტიტუტებისა და ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით და მდიდარია მაგალითებით, იკვლევს იმ პროფესიულ გამოწვევებსა და ეთიკურ დილემებს, რომლებიც ტერორიზმის გაშუქებისთვის არის დამახასიათებელი და სვამს ფუნდამენტურ კითხვებს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გაშუქებამ სოციალურ ერთიანობასა და საზოგადოებაში შიშის გაღრმავებაზე.


💢💢 რომელ უნივერისტეტებში მოხვდნენ განათლების სახლის კურსდამთავრებულები   - იხილეთ ფოტოალბომი 


მედიის რეაქციაზეა დამოკიდებული ტერორიზმის ზეგავლენა საზოგადოებაზეც. „მედია ჯოჯოხეთური დილემის წინაშე დგას,“ წერს ფრანგი ადვოკატი ანტუან გარაპონი. „ერთი მხრივ, მედიის რეზონანსმა შესაძლოა მსხვერპლი მისი მკვლელის სურვილის – გაითქვას სახელი – უნებლიე გამხმოვანებლად აქციოს; მეორე მხრივ, თვითცენზურა შეიძლება კაპიტულაციად ჩაითვალოს. შიშმა შეიძლება დიდი ბრძოლით მოპოვებული თავისუფლებების გადასინჯვისკენ გვიბიძგოს, რაც, საბოლოო ჯამში, შეამცირებს განსხვავებას დემოკრატიულ სახელმწიფოებსა და ავტორიტარულ რეჟიმებს შორის – ეს არის ზუსტად ის, რის მიღწევასაც ტერორისტები ცდილობენ.“ (Antoine Garapon, “Que nous est-il arrivé?”, Esprit, February 2015, Paris, p. 6.)


წინათქმაში ვკითხულობთ: “ იმ ძალადობრივი თავდასხმების უმეტესობა, რასაც ბოლო ხანებში ვხედავთ, ნაწილობრივ მაინც, მედიის ყურადღების მიქცევის მიზნით არის ჩაფიქრებული და მისი სამიზნე არა მხოლოდ რეალური მსხვერპლი, არამედ მილიონობით შოკირებული და შეშინებული მაყურებელია მთელ მსოფლიოში. დაჩქარებული ტექნოლოგიური და ფინანსური ტრანსფორმაციის პირობებში, აუდიტორიის მოზიდვის გაზრდილი წნეხი მედიასაშუალებებს ძლიერი ცდუნების წინაშე აყენებს, ძალადობასა და სენსაციურობაზე ორიენტირდნენ და ინფორმაციისა და ჭორების გავრცელებაში პირველობა ისე იჩქარონ, რომ მათი სიზუსტე არც კი დაადგინონ.” აღნიშნული ტენდენციები ქართულ მედიასაშუალებებშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგნელი.


დაინტერესებული მკითხველი წიგნში გაეცნობა ზუსტად და საინტერესოდ წარმოდგენილ საკითხებს, რომელთა ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტერორიზმის გაშუქებისას: „სახელმწიფო ტერორიზმის“ ცნება, განდიდების თავიდან აცილება, ტერორიზმის სხვადასხვა ფორმის გაშუქება, ტერორისტული ორგანიზაციების სიები, მედია ფრონტის წინა ხაზზე, ეთიკა და პრინციპები, სიმართლის დადგენა, დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობა სხვების წინაშე, გამჭვირვალობა, ცოდნის ვალდებულება, კანონის გათვალისწინება, ხელისუფლებასთან ურთიერთობები, ტერორიზმის „ჩარჩოს ჩამოყალიბება“, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გარანტიები, შიშთან გამკლავება, ინკლუზიური ჟურნალისტიკა, გლობალურად ფიქრი, ძირითადი წესები, სიფრთხილის და დაეჭვების დისციპლინა, პატივისცემაზე დამყარებული ეთიკა, მსხვერპლი: უბრალოდ სახელებზე მეტი, სიტყვები, ციფრები, გამოსახულება, ბავშვების გამოსახულება, „მოქალაქე“ ჟურნალისტების ფოტო და ვიდეომასალა, განზოგადება, სიძულვილის ენა, ჭორები, თავდასხმის გაშუქება, თავდაპირველი გაუგებრობა, მზადება, პირდაპირი ტრანსლირება, ინტერაქცია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ტერორისტული დაჯგუფებების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე შესვლა, მათი პრესრელიზების გამოქვეყნება, ტერორისტებისგან ინტერვიუს აღება, მიმდინარე გამოძიების გაშუქება, ტერორიზმის საქმეზე სასამართლო პროცესის გაშუქება, ჟურნალისტების უსაფრთხოება, მზარდი რისკები, წყაროების დაცვა და თვალთვალი, ჟურნალისტის გატაცების შემთხვევაში, ტერორიზმი და ტრავმა; როცა სიმშვიდე ისევ დაისადგურებს: განვლილის გაანალიზება, ფუნდამენტური კითხვები შოკის გადავლის შემდეგ, მედიის კრიტიკული ანალიზი; ფოკუსი: კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ფოკუსი: კულტურული ფასეულობებით უკანონო ვაჭრობა;


💚💚 წონაში კლების პროგრამა HerbaLife-ისგან


სახელმძღვანელოს ერთვის სასარგებლო რესურსები: მთავრობათაშორისი ინსტიტუტები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციები, ძირითადი ლიტერატურა ტერორიზმისა და მედიის საკითხებზე.



ბუნებრივია, დიდი ხარვეზები მკაფიოდ ჩანს ქართულ მედიაში კონფლიქტის, ომის, კიბერ თავდასხმების და ტერორიზმის გაშუქებისას. არაერთი ასეთი მაგალითის დასახელება შეიძლება. იმედია, ამ ხარვეზების შევსების შესაძლებლობას ქართული მედიასივრცე წინამდებარე სახელმძღვანელოს კარგად გააზრებითაც შეძლებს. 



2021.02.06

თბილისი

წიგნის ელვერსია

#ტერორიზმიდამედია

Comments