Posts

ტარიელ ხარხელაური - დაზამთრდა, კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image

გალაკტიონი, პროლოგი 100 ლექსის, კითხულობს ზაზა ცოტნიაშვილი

Image

ნებისმიერი დიდი თეატრის სცენას დაამშვენებდა

Image
ნათელი დაადგეს დიდ მსახიობს - ჯემალ გოჩაშვილს, დღეს მისი დაბადების დღეა. ნებისმიერი თეატრის სცენას დაამშვენებდა და ნებისმიერი თეატრის მაყურებელს მოაჯადოვებდა მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრი, მაგრამ არ დატოვა ცხინვალი, ხეითი. მახსოვს, პატარა ვიყავი, მე და მამამ ვნახეთ "სოკრატე". სპექტაკლის შემდეგ თეატრალურ მოედანზე მაყურებელი ერთმანეთს შთაბეჭდილებას უზიარებდა (სოკრატე - ჯემალ გოჩაშვილი). ახლაც მკაფიოდ მახსოვს გენიალური მხატვრული სახე. ამჟამად, როდესაც სოკრატეს შესახებ ვუამბობ სტუდენტებს, სწორედ ჯემალ გოჩაშვილის მიერ შექმნილი დიდი ფილოსოფოსი მიდგას თვალწინ. სცენა სპეკტაკლიდან "სოკრატე" მთავარ როლში: ჯემალ გოჩაშვილი როლებში: რუსლან ოტიაშვილი და ზაურ გასიევი მამა ცდილობდა დავერწმუნებინე და ფეხით წავსულიყავით სახლში, ჩემი ჭირვეულობა დიდი მსახიობის მაგალითმა დასძლია. გამოვიდა თეატრიდან ვალმოხდილი ხელოვანი, დაემშვიდობა თავის მაყურებელს და ფეხით გაემართა მშობლიური სოფლის მიმართულებით. აუდიო ჩანაწერი 2016.02.25

იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!

Image
განათლების სახლი და პროფ. ზაზა ცოტნიაშვილი გთავაზობთ ერთთვიან სასერტიფიკატო კურსს "იყავი წ ა რ მ ა ტ ე ბ უ ლ ი!" ✓  https://www.youtube.com/watch?v=0u-bRR-MB3A&feature=youtu.be ✓  https://www.youtube.com/watch?v=2HOrZrbp-Mw ✓  https://www.youtube.com/watch?v=bD38ossPtuE ✓  https://www.youtube.com/watch?v=dpnUl0O0PDk&feature=youtu.be ✓ კურსი განკუთვნილია მისთვის, ვინც დროის გარკვეულ ნაწილს უთმობს ცხოვრებაში წარმატების მოპოვებას; ✓ წარმატებას მიაღწევთ გაცილებით ადვილად: თუ ისწავლით საკუთარ თავში მიმზიდველი პიროვნების კულტივირებას; http://zazatsotniashvili.blogspot.com/p/blog-page_2.html თუ გაითავისებთ სხვებთან ერთად გარკვეული ამოცანის გადაჭრის ფაქიზ ხელოვნებას შეხლა-შემოხლისა და შურის გარეშე; ამ და სხვა ძალიან საინტერსო საკითხებზე მოუსმინეთ ლექტორს და გახდით წარმატებული! რეგისტრაცია იწარმოებს 5 ნოემბრამდე (რაოდენობა შეზღუდულია - კურსზე მიიღება პირველი 12 მსურველი) ლექციები ჩატარდება პარასკევობით, 15:00 საათზე, განათლების სახლში, აუდიტორია #215 სი...

Zaza Tsotniashvili Tennis 2015

Image
Image
მართა კასრაძე ზაზა ცოტნიაშვილის "ნამდვილი ამბები" ჩვენი ქვეყნისთვის დოკუმენტური პროზის არსებობასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან, სამწუხაროდ, ერთი შეხედვით, ცენზურის არარსებობის პირობებშიც კი მედია, რომელიც თითქოს, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია თავისი მასშტაბურობისა და ყველასთვის ხელმისაწვდომობის გამო,   ვერაფრით  ახერხებს სუბიექტურობისგან, კონიუნქტურისა და მიკერძოებისგან ბოლომდე გათავისუფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეჭდურ მედიასა და ტელევიზიებში დაგროვილი უზარმაზარი საარქივო მასალა სრულყოფილად ვერ ასახავს ეპოქას, რომელიც ჯერ კი ინახება  ადამიანების მეხსიერებაში, მაგრამ თაობათა ცვლასთან ერთად წაიშლება და საილუსტრაციოდ სხვადასხვა  საშუალებების გამოყენება გახდება აუცილებელი. საქართველოში დოკუმენტურ პროზას არც ისე დიდი ისტორია აქვს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი მცდელობა გვქონდა და ასეთ დროს, პირველ რიგში,  დათო ტურაშვილი გაგვახსენდება, რომელმაც 90-იანი წლების ქრონიკების ასახვით წიგნში...

სამაჩაბლოს პოეტური სიტყვა

20 წლის წინ დაწერილი რეცენზია  შოთა დარბუაშვილის ლექსების მე-2 კრებულზე შოთა დარბუაშვილს წელს დაბადების 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 45 წელი უსრულდება! იხილეთ ვიდეო "მუსიკის ხმებში ახშობენ ტკივილს, საოცარია ფერისცვალება, ისევ მარტო ვარ და მეშინია უცხო ქალაქში გარდაცვალება..." დიდი ივანე მაჩაბლის მშობლიური მხარე , მიუხედავად მძიმე , ქარცეცხლიანი ეპოქისა , კვლავ შემოქმედებით ცხოვრებას განაგრძობს . უფრო მეტიც , რთული კატაკლიზმები ჩვენებური პოეტებისათვის შთაგონების წყაროდაც ქცეულა . თავანკარა ქართული ( რომლის შესასწავლადაც ცნობილი მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ჩვენს მხარეს სწვევია ), კვლავაც მოსჩქეფს დევნილ , სვეგამწარებულ მგოსანთა გულებიდან . მიუხედავად იმისა , რომ ზოგიერთი მათგანი მშობლიური კერიდან შორს გასტყორცნა “ არსთ გამრიგემ ” , განცდით , რომლის გამოხატულება სიზმარიცაა , ფიქრით კვლავ მშობელ კერას დასტრიალებენ , რაც მკაფიოდ აისახა მათ შემოქმედებაში . ქართველი მკითხველი იცნობს პოეტ ...