ნებისმიერი დიდი თეატრის სცენას დაამშვენებდა
ნათელი დაადგეს დიდ მსახიობს - ჯემალ გოჩაშვილს, დღეს მისი დაბადების დღეა. ნებისმიერი თეატრის სცენას დაამშვენებდა და ნებისმიერი თეატრის მაყურებელს მოაჯადოვებდა მისი განსაკუთრებული ხმის ტემბრი, მაგრამ არ დატოვა ცხინვალი, ხეითი.
მახსოვს, პატარა ვიყავი, მე და მამამ ვნახეთ "სოკრატე". სპექტაკლის შემდეგ თეატრალურ მოედანზე მაყურებელი ერთმანეთს შთაბეჭდილებას უზიარებდა (სოკრატე - ჯემალ გოჩაშვილი). ახლაც მკაფიოდ მახსოვს გენიალური მხატვრული სახე. ამჟამად, როდესაც სოკრატეს შესახებ ვუამბობ სტუდენტებს, სწორედ ჯემალ გოჩაშვილის მიერ შექმნილი დიდი ფილოსოფოსი მიდგას თვალწინ.
სცენა სპეკტაკლიდან "სოკრატე"
მთავარ როლში: ჯემალ გოჩაშვილი
როლებში: რუსლან ოტიაშვილი და ზაურ გასიევი
მამა ცდილობდა დავერწმუნებინე და ფეხით წავსულიყავით სახლში, ჩემი ჭირვეულობა დიდი მსახიობის მაგალითმა დასძლია. გამოვიდა თეატრიდან ვალმოხდილი ხელოვანი, დაემშვიდობა თავის მაყურებელს და ფეხით გაემართა მშობლიური სოფლის მიმართულებით.
2016.02.25


Comments
Post a Comment