Posts

შენ ქუჩაზე სიარული საამაყოა, გელა!

Image
90- იანი წლები , ცხოვრების ზღურბლზე შემდგარი ჩვენი თაობისათვის , მთელი სისასტიკით საშინელი მონსტრივით წამოიმართა . ყოველი დღის გათენება ახალი უბედურების მოლოდინში მონუსხულთათვის სასჯელად გვექცა . გელა თუთარაშვილის გმირული დაღუპვის ამბავი არა გაოცების , არამედ დამწუხრებასთან ერთად წარსულის რემინისცენციების აღმძვრელი იყო . გელა, 1992 წლის 5 ოქტომბერი არამხოლოდ შენი სათნო  მ შობლებისთვის დარჩა მოუშუშებელ იარად ; მეხივით დაგვატყდა მთელს ჩვენს თაობას . ახლახანს შესაძლებლობა მომეცა ომის დროს გაუჩინარებული და შემთხვევით გადარჩენილი ჩვენი ბავშვობის ამსახველი ფოტო - ალბომი გადამეფურცლა . მასსავით შემთხვევით გადარჩენილად ვიგრძენი თავი . ლაღი ბავშვობიდან ცეცხლთა ფრქვევაში გადანაცვლების მკაფიო შეგრძნება ადამიანურ გრძნობებს მიფაქიზებდა და მიხაროდა , რომ ისევ შემრჩენოდა . ერთ მერხზე წლების მანძილზე ჯდომა , განუყრელი ძმობა , ოცნება მომავალზე , სურათებსა და ჩემს მეხსიერებას თანაბრად შემორჩენოდა . ჩვენი სა...

2015 წლის საახალწლო მილოცვა

Image
2015 წლის 1 იანვარს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში გასული საახალწლო მილოცვა ჩემო ძვირფასო ცხინვალელებო, დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის ხეობის მკვიდრნო, გილოცავთ ახალ 2015 წელს! ჩვენ იმ მიწა-წყლის პირმშონი ვართ, სადაც ქართული ენის სრულყოფილად შეგრძნების მიზნით დიდი მიხეილ ჯავახიშვილი სტუმრობდა. ჩვენ განსაცდელი თან გვდევს, მაგრამ მთელი ჩვენი სამშობლოს ისტორია, ხომ სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლაა. საუკუნეების განმავლობაში იმპერიები ძლიერდებოდნენ, ამბიციებს იკმაყოფილებდნენ და შემდეგ მათი დაცემის მოწმეც ხდებოდა ისტორია, მაგრამ ჩვენ დასაბამიდან დღემდე, მადლობა უფალს, კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს მეობას! მინდა თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მოგმართოთ, რაც თქვენთვის დიდი ნუგეში, ალბათ, არ იქნება, მაგრამ მე მწამს - ის რაც არ გვანადგურებს, გვაძლიერებს! სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას არ უშინდებიან და ყოველი ახალი წლის დაწყებას იმედით ხვდებიან! ჩვენ თავად უნდა შევძლოთ უკეთესი მომავალის შექმნა, იმედია გარკვეული მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლებისგან ...

მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონი ინტერნეტჟურნალისტიკაში) მიმოხილვა #1

Image
ცნობილი პოლიტიკური პროცესების გამო ქართულ წიაღს მოწყვეტილი ტერიტორიები იზოლირებულ ერთეულებად ჩამოყალიბდა.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხერთ ოსეთის ა/ო) რუსეთის სრული გავლენის პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.  აღნიშულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გარკვეული „პასუხისმგებლობის“ გამო, ხან რუსეთთან მიერთებაზე ტარდება გამოკითხვა-რეფერენდუმები და ხანაც დამოუკიდებლობას აცხადებენ. რუსული ტრადიციული მეთოდები უცვლელი რჩება. მედიის საშუალებები კრემლის პოლიტიკის განვითარების და მოსახლეობამდე საკუთარი პოლიტიკის დაყვანის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად რჩება. გასული საუკუნის 90-იან წლებში განსაკუთრებული დატვირთვა ტელევიზიაზე, რადიოსა და ბეჭდურ მედიაზე მოდიოდა, ამჟამად წინა პლანზე წამოვიდა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, თანამედროვე მედიასაშუალება - ინტერნეტჟურნალისტიკა. მულტიმედია სისტემები ერთობ კარგადაა განვითარებული ცხინვალის რეგიონში. ამ თვალსაზრისით საინტერესო საინფორმაციო საშუალებებია: Ø   „იუჟნაია ოსეტია“ ( Южная О...

დიდგორის არაადეკვატური გააზრება

Image
როდესაც საქართველოს მოსალოდნელი თავდაცვითი ომისთვის მზადყოფნაზეა საუბარი  - სასიამოვნოა, მაგრა თუ ეს მზაობა სხვა დიდი რესურსების ქვეყანასთან მიზნობრივ დაპირირსპირებას ეხება (არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიასადმი სიმპათიურ ან ანტიპათიურ დამოკიდებულებას) - ეს ფოტო უნდა გვახსოვდეს და უახლოესი წარსულის შეცდომები. თუ ჩვენი გამოცდილება ასეთი ნაბიჯებისკენ გვიბიძგებს და მზად ვართ ასეთი მომავლისთვის - ვ ი ო მ ო თ?! ვიომთ ომში, სადაც გლობალური იდეების შეჯახებისთვის ჩვენი მრავალტანჯული ერთი გოჯი მიწა ბროძოლის ველად გადაიქცევა?! დაბალანსებული, ზომიერი ნაბიჯებით ქვეყნის მომავალზე ზრუნვა, ეტაპობრივი განვითარება არ უნდა იყოს ცუდი ალტერნატივა?! ფრთხილად, დიდგორის ეპოქის არაადეკვატური გააზრება ხომ საშიშია ნაციონალური უსაფრთხოებისათვს?! 26.10.2014

ზაზა ცოტნიაშვილის მიერ გადმოქართულებული ზიგ ზიგლერის სიბრძნე

Image
ზიგ ზიგლერმა საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანებს, რომელთაც სურდათ საკუთარი ოცნებების ახდენა; მან ეს შეძლო. www.Ziglar.com განათლებით მიზნის დასახვა და მისი მიღწევა შესაძლებელია! www.Hedu.Ge Biography “The Master of Motivation” Zig Ziglar has been described as “One of America’s Icons,” “the salesman’s salesman” and “A legacy that will forever impact our history.” Helping people to achieve long-term balanced success based on his philosophy of character, attitude and skills, he has impacted more than a quarter billion people and continues to make a difference in the lives of those who act on his philosophy. As a best-selling author, Zig Ziglar has written more than 30 sales and motivational books, 10 of which have appeared on best-seller lists and have been translated into more than 36 different languages and dialects worldwide. He’s been featured in numerous publications including the New York Times, the Washington Post, Fortune Magazine, the Dallas Morning N...

ჩემი ნამდვილი ამბები ჟურნალ "ჩვენ მწერლობი"

Image
 წაიკითხეთ >  ჩემი ნამდვილი ამბები "ჩვენ მწერლობაში" (#19, 20.09.2013)
Image
წიგნში გაერთიანებული მასალების დიდი ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნალ-გაზეთბში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ავტორის შემოქმედებით ბიოგრაფიას მოიცავს. მისი ინტერესის სფეროებია ლიტერატურა, ჟურნალისტიკა, თარგმანი, ზოგადი ადამიანური ღირებულებანი, საქართველოს დღევანდელობა და მისი წარსული, კერძოდ ცხინვალის რეგიონის პრობლემა. პუბლიცისტური წერილები აქტუალური იყო გამოქვეყნებისას.  საკითხავია - რამდენად საინტერესოა მათში გამოხატული პოზიცია წლების გასვლის შემდეგ? ჩანს, წრფელად გამოხახული აზრი ღირებულებას ინარჩუნებს, მისი გაზიარება მკითხველისათვის ყოველ დროს სასურველი პროცესია.