კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

შენ ქუჩაზე სიარული საამაყოა, გელა!


90-იანი წლები, ცხოვრების ზღურბლზე შემდგარი ჩვენი თაობისათვის, მთელი სისასტიკით საშინელი მონსტრივით წამოიმართა. ყოველი დღის გათენება ახალი უბედურების მოლოდინში მონუსხულთათვის სასჯელად გვექცა. გელა თუთარაშვილის გმირული დაღუპვის ამბავი არა გაოცების, არამედ დამწუხრებასთან ერთად წარსულის რემინისცენციების აღმძვრელი იყო.
გელა, 1992 წლის 5 ოქტომბერი არამხოლოდ შენი სათნო მშობლებისთვის დარჩა მოუშუშებელ იარად; მეხივით დაგვატყდა მთელს ჩვენს თაობას. ახლახანს შესაძლებლობა მომეცა ომის დროს გაუჩინარებული და შემთხვევით გადარჩენილი ჩვენი ბავშვობის ამსახველი ფოტო-ალბომი გადამეფურცლა. მასსავით შემთხვევით გადარჩენილად ვიგრძენი თავი. ლაღი ბავშვობიდან ცეცხლთა ფრქვევაში გადანაცვლების მკაფიო შეგრძნება ადამიანურ გრძნობებს მიფაქიზებდა და მიხაროდა, რომ ისევ შემრჩენოდა.
ერთ მერხზე წლების მანძილზე ჯდომა, განუყრელი ძმობა, ოცნება მომავალზე,
სურათებსა და ჩემს მეხსიერებას თანაბრად შემორჩენოდა. ჩვენი საერთო მეგობარ სანდრო შალუტაშვილი 1991 წლის 23 ნოემბერს გიორგობას შეეწირა ზვარაკად ურჩხულს. მისი გლოვა ერთად მოგვიწია და ვერც ვიჯერებდით. ახლა კი ჩემთვის დღესავით ნათელია უკვდავებისკენ გადადგმული თქვენი დაუნდობელი ნაბიჯის სიმძიმე. ღიმილის ბიჭებად დარჩებით ჩვენს ხსოვნაში, ისეთებად ამ სურათებს, რომ შემორჩენილხართ.
გელა თუთარაშვილის ქუჩაზე სიარული მეამაყება, რადგან ის სიმბოლოა ვაჟკაცურად, მაგრამ მსხვერპლად შეწირული ჩვენი თაობის უკვდავებისა.

* ფოტოზე: ცხინვალის მე-4 ქართული საშუალო სკოლა დონეცკში, პირველ რიგში, ცენტრში - გელა თუთარაშვილი  (ტრაგიკული სიმბოლიზმი)
** ფოტოზე: ცხინვალის მე-4 ქართული საშუალო სკოლა, ჩვენი ძვირფასი ფიზიკის მასწავლებელი თამარ ხეთერელი, უკან, მარცხნივ ინტერესით რომ იყურება - გელა თუთარაშვილი. 
გაზ. „შიდა ქართლი“,
1995, ოქტომბერი.

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია