ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

მედია ოკუპირებულ ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონი ინტერნეტჟურნალისტიკაში) მიმოხილვა #1

ცნობილი პოლიტიკური პროცესების გამო ქართულ წიაღს მოწყვეტილი ტერიტორიები იზოლირებულ ერთეულებად ჩამოყალიბდა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხერთ ოსეთის ა/ო) რუსეთის სრული გავლენის პირობებში აგრძელებენ ცხოვრებას.
 აღნიშულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საზოგადოების წინაშე გარკვეული „პასუხისმგებლობის“ გამო, ხან რუსეთთან მიერთებაზე ტარდება გამოკითხვა-რეფერენდუმები და ხანაც დამოუკიდებლობას აცხადებენ. რუსული ტრადიციული მეთოდები უცვლელი რჩება. მედიის საშუალებები კრემლის პოლიტიკის განვითარების და მოსახლეობამდე საკუთარი პოლიტიკის დაყვანის ერთ-ერთ მძლავრ იარაღად რჩება.
გასული საუკუნის 90-იან წლებში განსაკუთრებული დატვირთვა ტელევიზიაზე, რადიოსა და ბეჭდურ მედიაზე მოდიოდა, ამჟამად წინა პლანზე წამოვიდა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, თანამედროვე მედიასაშუალება - ინტერნეტჟურნალისტიკა.

მულტიმედია სისტემები ერთობ კარგადაა განვითარებული ცხინვალის რეგიონში. ამ თვალსაზრისით საინტერესო საინფორმაციო საშუალებებია:
Ø  „იუჟნაია ოსეტია“ (Южная Осетия) (რესპუბლიკური საზოგადოებრივ- პოლიტიკური გაზეთი) რედაქტორი - რობერტ კულუმბეგოვი
Ø  „სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ვებგვერდი“
Ø  „ხურზარინ“ (Xurzærin) (ცისკარი)
Ø   „ოსინფორმი“ (Осинформ) (საინფორმაციო სააგენტო)
Ø  „ირისთონ.კომ“ (iriston.com) (ოსეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ)
Ø  „რეს“ (РЕС)(სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) ხელმძღვანელი მაია ხარებოვა
Ø  „ოსეტიანს.კომ“  (ossetians.com)
Ø  „ირონ ავზადჯი კლუბ“ (Ирон æвзаджы клуб) ალანთა ენის კლუბი
და სხვა.
თანამედროვე საინფორმაციო ინდივიდუალური ბლოგები ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა მოხმარების საგნადაც ქცეულა. ინტენსიურად აშუქებენ რეგიონის ცხოვრებას საკუთარ ბლოგებზე მარია პლიონ (პლიევა), ზარინა სანაკოევა, თემურ ცხოვრებოვი და სხვა.
საკმაოდ ოპერატიულია ვებგვერდი „ოსეტინსკოე რადიო ი ტელევიდენიე“ (Осетинское Радио и Телевидение) (საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა).
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს ყველაზე ოპერატიულად და დეტალურად აშუქებს „იუჟნაია ოსეტია“ (რესპუბლიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი), ბეჭდური გაზეთის ელექტრონული ვერსიები გვაძლევენ საშუალებას თანმიმდევრულად განვიხილოთ რეგიონისთვის ნიშანდობლივი პრობლემები და „ნაკარნახევი“ პოლიტიკის აღსრულების პროცესი. 

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია