ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

2015 წლის საახალწლო მილოცვა

2015 წლის 1 იანვარს ტელეკომპანია ერთსულოვნების ეთერში გასული საახალწლო მილოცვა


ჩემო ძვირფასო ცხინვალელებო,
დიდი და პატარა ლიახვის, ქსნის ხეობის მკვიდრნო,

გილოცავთ ახალ 2015 წელს!
ჩვენ იმ მიწა-წყლის პირმშონი ვართ, სადაც ქართული ენის სრულყოფილად შეგრძნების მიზნით დიდი მიხეილ ჯავახიშვილი სტუმრობდა.

ჩვენ განსაცდელი თან გვდევს, მაგრამ მთელი ჩვენი სამშობლოს ისტორია, ხომ სწორედ გადარჩენისთვის ბრძოლაა.

საუკუნეების განმავლობაში იმპერიები ძლიერდებოდნენ, ამბიციებს იკმაყოფილებდნენ და შემდეგ მათი დაცემის მოწმეც ხდებოდა ისტორია, მაგრამ ჩვენ დასაბამიდან დღემდე, მადლობა უფალს, კვლავ ვინარჩუნებთ ჩვენს მეობას!

მინდა თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მოგმართოთ, რაც თქვენთვის დიდი ნუგეში, ალბათ, არ იქნება, მაგრამ მე მწამს - ის რაც არ გვანადგურებს, გვაძლიერებს!

სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას არ უშინდებიან და ყოველი ახალი წლის დაწყებას იმედით ხვდებიან!

ჩვენ თავად უნდა შევძლოთ უკეთესი მომავალის შექმნა, იმედია გარკვეული მხარდაჭერა ჩვენი ხელისუფლებისგან და თანამოძმეებისგან არ მოგვაკლდება ახალ 2015 წელს!

გისურვებთ მხნეობას! ძალების მოკრებას და წარმატებას ახალი მიღწევებისთვის!


ჩვენს მიწაზე დაბრუნების იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 

მოუსმინეთ: აუდიო ვერსია

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია