შენ ქუჩაზე სიარული საამაყოა, გელა!
90- იანი წლები , ცხოვრების ზღურბლზე შემდგარი ჩვენი თაობისათვის , მთელი სისასტიკით საშინელი მონსტრივით წამოიმართა . ყოველი დღის გათენება ახალი უბედურების მოლოდინში მონუსხულთათვის სასჯელად გვექცა . გელა თუთარაშვილის გმირული დაღუპვის ამბავი არა გაოცების , არამედ დამწუხრებასთან ერთად წარსულის რემინისცენციების აღმძვრელი იყო . გელა, 1992 წლის 5 ოქტომბერი არამხოლოდ შენი სათნო მ შობლებისთვის დარჩა მოუშუშებელ იარად ; მეხივით დაგვატყდა მთელს ჩვენს თაობას . ახლახანს შესაძლებლობა მომეცა ომის დროს გაუჩინარებული და შემთხვევით გადარჩენილი ჩვენი ბავშვობის ამსახველი ფოტო - ალბომი გადამეფურცლა . მასსავით შემთხვევით გადარჩენილად ვიგრძენი თავი . ლაღი ბავშვობიდან ცეცხლთა ფრქვევაში გადანაცვლების მკაფიო შეგრძნება ადამიანურ გრძნობებს მიფაქიზებდა და მიხაროდა , რომ ისევ შემრჩენოდა . ერთ მერხზე წლების მანძილზე ჯდომა , განუყრელი ძმობა , ოცნება მომავალზე , სურათებსა და ჩემს მეხსიერებას თანაბრად შემორჩენოდა . ჩვენი სა...