ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

ღმერთმა ყველაზე ლამაზი მიწა ქართველებს გადასცა - რობერტო სიმანოვსკი










 

🇩🇪🇬🇪ბოხუმში მიმდინარე კვლევითი პროექტის ფარგლებში დავესწარით ცნობილი გერმანელი მწერლისა და მასკომუნიკაციის ექსპერტის რობერტო სიმანოვსკის წიგნის „ენობრივი მანქანები – ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფია“ SPRACHMASCHINEN - EINE PHILOSOPHIE DER KÜNSTLICHEN INTELLIGENZ პრეზენტაციას. წიგნი 2026 წლის გერმანული არამხატვრული ლიტერატურის პრემიაზეა ნომინირებული.
შეხვედრა საოცრად უშუალო და ღია იყო — ყოველგვარი ფორმალური დისტანციის გარეშე, რაც გერმანული ინტელექტუალური გარემოს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია.
მქონდა ბედნიერება, პირადად მეკითხა ჰერ რობერტოსთვის რჩევა ჩემი მომავალი საჯარო ლექციისთვის, რომლის თემაცაა „ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის მომავალი“.
მან მიპასუხა მარტივად, მაგრამ ძალიან ღრმა აზრის მატარებელი სიტყვებით:
„საქართველოზე ფიქრისას მახსენდება ლეგენდა, რომ ღმერთმა ყველაზე ლამაზი მიწა თავისთვის დაიტოვა, შემდეგ კი ქართველებს გადასცა. კიდევ ერთი რამ, რაც თქვენთვის განსაკუთრებულია, ადამიანური ურთიერთობებია. საქართველოში სუფრაც კი წარმოუდგენელია ერთმანეთთან საუბრისა და სადღეგრძელოს გარეშე. ყველაფერი ადამიანებს შორის კავშირით იწყება.
არის საფრთხე, რომ მანქანა ადამიანებს შორის ჩადგეს!"
მეც ასე მგონია:
ტექნოლოგია უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები არასოდეს უნდა ჩაანაცვლოს.

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია