ღმერთმა ყველაზე ლამაზი მიწა ქართველებს გადასცა - რობერტო სიმანოვსკი
ბოხუმში მიმდინარე კვლევითი პროექტის ფარგლებში დავესწარით ცნობილი გერმანელი მწერლისა და მასკომუნიკაციის ექსპერტის რობერტო სიმანოვსკის წიგნის „ენობრივი მანქანები – ხელოვნური ინტელექტის ფილოსოფია“ SPRACHMASCHINEN - EINE PHILOSOPHIE DER KÜNSTLICHEN INTELLIGENZ პრეზენტაციას. წიგნი 2026 წლის გერმანული არამხატვრული ლიტერატურის პრემიაზეა ნომინირებული. შეხვედრა საოცრად უშუალო და ღია იყო — ყოველგვარი ფორმალური დისტანციის გარეშე, რაც გერმანული ინტელექტუალური გარემოს ერთ-ერთი გამორჩეული მახასიათებელია. მქონდა ბედნიერება, პირადად მეკითხა ჰერ რობერტოსთვის რჩევა ჩემი მომავალი საჯარო ლექციისთვის, რომლის თემაცაა „ხელოვნური ინტელექტი და კაცობრიობის მომავალი“. მან მიპასუხა მარტივად, მაგრამ ძალიან ღრმა აზრის მატარებელი სიტყვებით: „საქართველოზე ფიქრისას მახსენდება ლეგენდა, რომ ღმერთმა ყველაზე ლამაზი მიწა თავისთვის დაიტოვა, შემდეგ კი ქართველებს გადასცა. კიდევ ერთი რამ, რაც თქვენთვის განსაკუთრებულია, ადამიანური ურთიერთობებია. საქართველოში სუფრაც კი წარმოუდგენელია ერთმანეთთან საუბრისა და სადღეგრძელოს გა...