რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის ახალი საფეხური - როდემდე გაუძლებს ფაშისტური რეჟიმი?! წუხელის რუსებმა დაუნდობლად დაბომბეს უკრაინის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორისაა ოდესა, გამოიყენეს 5 ტიპის რაკეტა: „კალიბრის“, ონიქსის“, Х-22-ის, „ისკანდერ კ“ და ბალისტიკური „ისკანდერ მ“. სამწუხაროდ დაიღუპა 1 და დაშავდა 19 ადამიანი, განადგურდა ოდესის ცნობილი პრეობრაჟენსკის ტაძარიც, ერთმორწმუნეს ეს "კარგად" გამოსდის. რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ხორბლის მარაგები ოდესის პორტში, ვრცელდება დამწვარი ხორბლის ამსახველი კადრები, რაც ზოგიერთი ქვეყნაში შიმშილის რისკს ზრდის. რუსული დაბომბვის გააქტიურება გამოწვეული უნდა იყოს ყირიმის სტრატეგიულ ხედზე და ყირიმში რუსულ სამხედრო რესურსებზე უკრაინული წარმატებული იერიშებით, თავად პუტინი დაიმუქრა, რომ დაუნდობლად უპასუხებდნენ ასეთ ქმედებებს. ასევე იკვეთბა, რომ სანქციების მარწუხები უკვე საგრძნობია, რადგან რუსულმა მხარებ გააჟღერა "ვაჭრობის" სურივლი "სვიფტის" ქსელში დაბრუნების სანაცვლოდ... ბელორუსში ვაგნერელების ნაწილი ჩაერთო სამხედრო წვრთნებ...