ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი?! საერთაშორისო კიბერკრიმინალმა მიზანს მიაღწია - მას გადაუხადეს! რამდენიმე კვირის წინ FBI აცხადებდა, რომ ხორცის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია JBS-ზე, გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით, განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის უკან რუსული კიბერკრიმინალური დაჯგუფება REvil-ი დგას. ფედერალური ბიურო ყველაფერს აკეთებს, რომ დასაბუთებულად გამოავლინოს თავდამსხმელები და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს. დღეს გახდა ცნობილი, რომ JBS-მა 11 მილიონი დოლარის ოდენობის ბიტკოინი გადაურიცხა კიბერთავდამსხმელებს კომპანიის პარალიზებული მდგომარეობიდან სწრაფად გამოყვანის მიზნით. "ძალიან მტკივნეული იყო დამნაშავეებისთვის თანხის გადახდა, მაგრამ ეს გავაკეთეთ ჩვენი მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებთ," - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა. ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა (კიბერკრიმინალური დაჯგუფება DarkSide-ი) Colonial Pipeline-ის „მძევლად აყვანილი” 100 გბ მონაცემების სანაცვლოდ 4,4 დოლარის კრიპტოვალუტა მიიღეს. კომპანიის ხელმძღვანელი ამ მძიმე ნაბიჯს, მოცემულ ვითარებაში, ქვეყნი...