გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პრაქტიკაში - DPT Consulting-ის ონლაინ კურსი
DPT Consulting - მონაცემთა დაცვის გუნდმა გამოაცხადა რეგისტრაცია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის ტრენინგზე, მსურველები გაეცანით და გაუზიარეთ დაინტერესებულ ადამიანებს.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ ქვემოთ 
AI სწორად გამოყენების, ტრენინგებისა და კონსულტაციების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ვებზე: www.AiEdu.Ge
„გენერაციული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება პრაქტიკაში“ - DPT Consulting-ის ონლაინ კურსი დოკუმენტებთან მუშაობის, მონაცემთა ანალიზისა და განმეორებადი ამოცანების ავტომატიზაციის შესახებ. 
ხუთი შეხვედრის განმავლობაში საკუთარ სამუშაო ამოცანებზე ისწავლით, როგორ შეარჩიოთ შესაბამისი AI ინსტრუმენტი, ჩამოაყალიბოთ მკაფიო დავალება და გადაამოწმოთ მიღებული შედეგი.
____
ზაზა ცოტნიაშვილი - მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი. მას აქვს აკადემიური და ადმინისტრაციული გამოცდილება, რომელიც 30 წელს აღემატება. სხვადასხვა დროს იყო ცხინვალისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორი.
ის არის განათლების სახლილს დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტრენერი და კონსულტანტი საქართველოს პარლამენტსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ასევე, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის (COST)-ის მმართველი კომიტეტის წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი.
პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 5 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელო და 90-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის Scopus-ის ბაზაში). მისი კვლევის სფეროებს შორისაა ხელოვნური ინტელექტით მართული დეზინფორმაცია და ალგორითმული გამტარობა. ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში ლექციებს კითხულობდა რომის Sapienza-ს, ვალიადოლიდის, ზალცბურგის, კაუნასისა და ვენდას უნივერსიტეტებში. 2023 წელს ჩიკაგოს DePaul University-მ მას გადასცა საპატიო Dammrich-ის ჯილდო ინოვაციური სწავლებისთვის.
მისი ტრენინგები და კონსულტაციები ეხმარება კერძო პირებსა და ორგანიზაციებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და AI-ს ეფექტურ იმპლემენტაციაში.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.AiEdu.ge
