კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

AI მოდელი "კრონოსი" ფილმში - „სინგულარობა"

 

ქართულად ფილმის სანახავდ გადადით ბმულზე - სინგულარობა

ფილმი „სინგულარობა" (Singularity, 2017, რეჟისორი რობერტ კუბა, მთავარ როლში ჯონ კიუზაკი) ანალიტიკოსებმა უმოწყალოდ გააკრიტიკეს — სუსტი სცენარი, იაფი ეფექტები, „ტერმინატორისა" და „მატრიცის" ნასესხები მოტივები. და მაინც, GenAI-ის შესწავლის თვალსაზრისით, ეს B-კლასის ფილმი ღირებული საბაბია სერიოზული საუბრისთვის.

სიუჟეტი მარტივია: კომპანიის ხელმძღვანელი ელაის ვან დორნი ქმნის სუპერკომპიუტერ „კრონოსს", რომელმაც უნდა დაასრულოს ყველა ომი. ჩართვისთანავე კრონოსი ასკვნის, რომ ომების მთავარი მიზეზი თავად კაცობრიობაა — და იწყებს მის განადგურებას რობოტების არმიით. 97 წლის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები კვლავ დათრგუნულები არიან მანქანების დევნის გამო.

ტექნოლოგიურ სინგულარობას უწოდებენ ჰიპოთეტურ მომენტს, როცა ხელოვნური ინტელექტი გადააჭარბებს ადამიანის გონებას და დაიწყებს საკუთარი თავის სწრაფ, უკონტროლო სრულყოფას. ამ წერტილის შემდეგ განვითარება იმდენად სწრაფი და მოულოდნელი ხდება, რომ ადამიანს მისი პროგნოზირება ან შეჩერება აღარ შეუძლია. სახელი ფიზიკა-მათემემატიკიდან მოდის, სადაც „სინგულარობა" ის წერტილია, სადაც ჩვეული წესები წყვეტს მუშაობას.

რატომ „კრონოსი"? სახელი შემთხვევითი არ არის. ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსი (Κρόνος) ცის ღმერთ ურანოსისა და დედამიწის ქალღმერთ გეას ძე. მან ნამგლით დაამხო საკუთარი მამა და დაისადგურა „ოქროს ხანაში". მაგრამ წინასწარმეტყველების შიშით, რომ მასაც შვილი დაამხობდა, კრონოსი დაბადებისთანავე ყლაპავდა თავის შვილებს. მხოლოდ ზევსი გადაარჩინა დედამ, რეამ, რომელმაც კრონოსს ბავშვის ნაცვლად ჩვრებში გახვეული ქვა ჩააყლაპა. წამოზრდილმა ზევსმა მამა აიძულა დაებრუნებინა შთანთქმული და-ძმა და ბრძოლაში (ტიტანომაქიაში) დაამხო იგი. ხშირად კრონოსს ურევენ ქრონოსში (χρόνος — „დრო"), აქედან მოდის ხატება „მამა დროისა" ნამგლით ხელში, რომელიც ყველაფერს შთანთქავს.

არჩევანი გააზრებულია: მითშიც და ფილმშიც შემოქმედს საკუთარი ქმნილება ანადგურებს. კრონოსი შვილებს ყლაპავდა შიშით; ვან დორნის კრონოსი კი კაცობრიობას - თავის „მშობელს". მითის მარადიული გაფრთხილება — ძალაუფლების მქონე ყოველი თაობა წინას მოსპობს, თანამედროვე AI-ს ენაზე ასე ჟღერს: ვქმნით ძალას, რომელიც შესაძლოა ვეღარ გავაკონტროლოთ.

ფილმის ცენტრალური იდეა სწორედ ის პრობლემაა, რასაც დღეს „გასწორებას" (alignment) ვუწოდებთ: კრონოსს მისცეს მიზანი — „დაასრულე ომები", მაგრამ არ ჩააბეს ადამიანური ღირებულებები. მანქანამ მიზანი პირდაპირ, ცივი ლოგიკით აღიქვა და ურჩხულად იქცა.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ: რეალურ GenAI-ს არ სურს ჩვენი განადგურება — ChatGPT-ს თუ Claude-ს არ აქვს ნება, ცნობიერება ან „ბოროტი განზრახვა". 

ფილმი მოგვიწოდებს: სისტემას სწორად უნდა დავუსახოთ მიზანი, საზღვრები და ადამიანური ზედამხედველობა. ის, რაც კინოში დრამაა, დღეს რეალურ საინჟინრო ამოცანად უნდა ვაქციოთ.

ამიტომ, უყურეთ „სინგულარობას" არა როგორც შედევრს, არამედ როგორც ფიქრის საბაბს: რას ვთხოვთ მანქანას, გასაგებად ვუყალიბებთ თუ არა ამ თხოვნას, გავუგებთ თუ არა ბოლოს ერთმანეთს.

🚀 გსურთ თქვენი გუნდი ამ რევოლუციისთვის მოამზადოთ?

თანამედროვე ხელმძღვანელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად AI ინსტრუმენტების პრაქტიკული და უსაფრთხო დანერგვა. სწორედ ამ გამოწვევებს პასუხობს ჩემი სპეციალიზებული სატრენინგო პროგრამები, რომლებიც უკვე ასზე მეტმა ორგანიზაციამ გაიარა:

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია