ხელოვნური ინტელექტი საჯარო და კერძო სექტორში: 5 მთავარი გაკვეთილი Google-ის ახალი ინიციატივიდან ქართული ორგანიზაციებისთვის

Image
  მომზადებულია პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მიერ Claude-ისა და Gemini Notebook-ის გამოყენებით 1. შესავალი: ბიუროკრატიული რუტინა და AI ტრანსფორმაციის ახალი ეტაპი როგორც მკვლევარი, აკადემიური ექსპერტი და ტრენერი, რომელიც ქართულ საჯარო და კერძო ორგანიზაციებს ციფრული ტრანსფორმაციისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში უძღვება, ყოველდღიურ პრაქტიკაში ერთსა და იმავე ფუნდამენტურ გამოწვევას ვაწყდები. ორგანიზაციების ხელმძღვანელები და მაღალი რანგის მენეჯერები ხშირად აღნიშნავენ, რომ კვალიფიციური თანამშრომლების ძვირფასი სამუშაო დროის 60-70% იხარჯება ბიუროკრატიულ რუტინაზე: ოფიციალური წერილების, ბრძანებებისა და იურიდიული დოკუმენტების პროექტების მომზადებაზე, შემოსული განაცხადების პირველად გადამოწმებაზე, საკანონმდებლო ბაზაში მუხლების ხელით ძიებასა და სხვადასხვა იზოლირებული ციფრული სისტემიდან მონაცემთა ხელით ამოღებაზე. ეს ქრონიკული პრობლემა არა მხოლოდ აფერხებს სტრატეგიულ განვითარებას, არამედ მნიშვნელოვნად აჭიანურებს იმ სერვისების მიწოდებას, რომელთაც მოქალაქეები თუ ბიზნესპარტნიორები ...

დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება


დასავლურ-რუსული კონფლიქტი უკრაინაში კულმინაციას უახლოვდება რუსეთი: ა) დავარტყამთ სამხედრო ტვირთს, რომელსაც დასავლეთი უკრაინას მიაწვდის! ბ) მოსკოვი კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების სხვა ქვეყნიდან მიწოდებას არ დაუშვებს! დასავლეთი: ა) მაკრონმა მთელი სიმკაცრით მოსთხოვა პუტინს ცეცხლის შეწყვეტა და ევროპას ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა! ბ) თეთრმა სახლმა ლავროვის გაფრთხილება ფაქტობრივად უგულებელყო: ასეთი მუქარები ადრეც გაკეთებულა, ამერიკელი ჯარისკაცები არ იბრძვიან უკრაინის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ კიდევ უფრო გაიზრდება! - საინტერესოა, რამდენად შეასრულებს რუსეთი მუქარას, რაც პრაქტიკულად მე-3 მსოფლიო ომის საბაბად შეიძლებ გადაიქცეს, ეს კი, სავარაუდოდ, მისი ფაშისტური ხელისუფლების საბოლოო განადგურებას გამოიწვევს, მაგრამ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სისხლის საფასურად?! ჩანს, პუტინი რთულ ვითარებაშია დასავლური სამხედრო ტექნოლოგიებით აღჭურვილ უკრაინელთა წინააღმდეგობით, გამორიცხული არ არის ამ არხის გადაჭრისთვის გაატაროს ღონისძიებები, რაზეც, წესით, გაცილებით მძლავრ პასუხს უნდა ელოდეს. ასეთ ფონზე უკრაინა აშშ-ის მორიგი სამხედრო მხარდაჭერის მოლოდინშია: 800 სტინგერის საზენიტო სისტემა; 2000 ჯაველინის ანტი-სატანკო სისტემა; 1000 მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი; 6000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა AT-4; 100 ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი; 100 ყუმბარმტყორცნი; 5000 სნაიპერული შაშხანა; 1000 პისტოლეტი; 400 ტყვიამფრქვევი; 20 მილიონზე მეტი ვაზნა, რაკეტა და ბომბი იარაღისა და ნაღმტყორცნებისთვის; 25 ათასი ჯავშანჟილეტი; 25 ათასი ჩაფხუტი.

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია