კონტექსტური ინჟინერია: ეფექტური AI აგენტების შექმნის ხელოვნება

Image
  წინამდებარე ანალიტიკური სტატია ეფუძნება  პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სასწავლო კურსს   „გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტიანობისთვის“ კონტექსტური ინჟინერია : რატომ არის „მეტი“ ხშირად „ნაკლები“ AI-სთან მუშაობისას რატომ არ მუშაობს თქვენი გრძელი პრომპტები? ბევრი მომხმარებელი და ბიზნეს ლიდერი ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისას ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს: ცდილობს არაზუსტი პასუხები გამოასწოროს პრომპტების „გაბერვით“. არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს რაც უფრო ვრცელ, ესეს მსგავს ინსტრუქციას მივაწვდით მოდელს, მით უკეთეს შედეგს მივიღებთ. სინამდვილეში, ინდუსტრია დღეს სულ სხვა მიმართულებით ვითარდება — ჩვენ ვშორდებით „იდეალური პრომპტების“ ძიებას და გადავდივართ მაღალი სიგნალის მქონე ტოკენების კურირებაზე . მთავარი თეზისი მარტივია: AI-ს ეფექტურობის მომავალი არა პრომპტების ზომაში, არამედ კონტექსტურ ინჟინერიაშია . ეს არის დისციპლინა, რომელიც გვასწავლის, რომ ხელოვნური ინტელექტის „სამუშაო მეხსიერება“ მწირი რესურსია და მისი მართვა ფილიგრანულ სიზუსტეს მოითხოვს. კ...

რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის


რუსულ-უკრაინული კონფლიქტი გრძელვადიან გლობალურ განზომილებაში გადადის წუხელის კიევმა გმირულად გაუძლო რუსულ შტურმს. აშშ ზელენსკის ევაკუაციას სთავაზობდა, რაზეც პრეზიდენტმა უარი განაცხადა და იარაღით ხელში იდგა უკრაინელი ხალხის გვერდით. მხოლოდ გმირული თავდადება თუ გადაარჩენს დედაქალაქს დაცემისგან. ბრძოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობს. უკრაინის ინფორმაციით, დაღუპულია 198 უკრაინელი, მათ შორის 3 ბავშვია, მოკლულია 3500 რუსი ჯარისკაცი, ხოლო ტყვედ აყვანილია - 200. განადგურებული დიდძალი სამხედრო ტექნიკა (4 თვითმფრინავი, 8 ვერტმფრენი, 102 ტანკი, 536 საბრძოლო ჯავშანტექნიკა, 17 საავტომობილო ტექნიკა). რუსეთის ინფორმაციით, უკრაინელების 821 სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს - 14 სამხედრო აეროდრომი, 19 სამეთაურო პუნქტი და საკომუნიკაციო ცენტრი, 24 S-300 და Osa საზენიტო სარაკეტო სისტემა, 48 სარადარო სადგური, 7 საბრძოლო თვითმფრინავი, 7 შვეულმფრენი, 9 უპილოტო საფრენი აპარატი, 87 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 28 სარაკეტო სისტემა, 118 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა. მოსახლეობის მდგომარეობა მძიმეა, ევროპამ უკვე განაცხადა 50 000 დევნილის შეფარების შესახებ. ამ ეტაპზე უნგრეთია მხოლოდ ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას ეწინააღმდეგება. საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტში მონაწილეობის უფლების შეწყვეტას, თუმც იჩენს სიფრთხილეს არსებული რთული გეოპოლიტიკურ მდგომარეობის გამო. ქართველებს ძალიან კარგად გვახსოვს უკრაინული მხარდაჭერის არაერთი შემთხვევა ჩვენთვის მძიმე ვითარებაში, რაც მკაფიოდ გამოიხატა თბილისის ცენტრში, ბოლო დღეებში ხალხმრავალი დემონსტრაციებით. მედვედევი რუსეთში სიკვდილით დასჯის კანონის აღდგენის ინიციატივით გამოდის, რაც მიუთითებს რუსეთში ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარული მმართველობის რეჟიმზე გადასვლის ტენდენციაზე. ჩინეთთან კეკლუცობის გამო, ტაივანმა განაცხადა, რომ აქ წარმოებულ უნიკალურ ჩიპებს აღარ მიაწვდის რუსეთს, რაც უდიდესი დარტყმაა ისედაც ტექნოლოგიურად შეჭირვებული ქვეყნისთვის. Anonymous-ი, რომელმაც უპრეცედენტო კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (ამ დრომდე ვერ აღადგინეს), რუსეთის საერთაშორისო აგენტების სიის გასაჯაროებას აპირებს (იხ. ვიდეო - Anonymous-ის გზავნილი პუტინს). ომის ახალ განზომილებაში რამდენად გათვალა რუსეთმა (ან უკრაინამ, რომელსაც უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვეს) მასშტაბური კონფლიქტის წარმოება, მალე გამოჩნდება; დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, მაღალი რისკია, რომ სისხლიანი დაპირისპირება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს. დასავლეთი უპრეცედენტო სამხედრო და ფინანსურ დახმარებას ჰპირდება ცეცხლში გახვეულ უკრაინას. პარალელურად ზელენსკი ახსენებს ევროკავშირს, რომ დროა უკრაინა, რომელიც ფარად აეფარა ევროპას, მიიწვიონ ევროპულ ოჯახში. იმედია, ევროკავშირი უკრაინას იქამდე გაუღებს კარს, ვიდრე რუსეთი ტანკით შელეწავს. 26.02.2022, თბილისი #კიბერკონფლიქტი #კონფლიქტი #ჰიბრიდულიომი #საინფორმაციოომი #InformationWarfare #ИнформационнаяВойна #ზაზაცოტნიაშვილი #ZazaTsotniashvili #საინფორმაციოომებიდასაზოგადოება

პოპულარული სტატიები

დაჯავშნეთ ტრენინგი და გახადეთ როგორც თქვენი პირადი, ასევე თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა ათჯერ ეფექტური

ზაზა ცოტნიაშვილი, ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები: AI ყველასათვის, თბ., 2026

სახელმწიფო და ბიზნეს ორგანიზაციების Gen AI ტრანსფორმაცია