Posts
On the Anniversary of the War in Ukraine, a New Stage Begins - GLSDB
- Get link
- X
- Other Apps
უკრაინის ომის წლისთავზე ახალი ეტაპი იწყება - GLSDB მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა დასავლეთისგან უკრაინისთვის შეუქცევად პროცესად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრაინელები დახმარების ტემპით არ არიან კმაყოფილნი, ისინი ამჯერად დიდი იმედით ელიან 2,17 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალ სამხედრო დახმარებას. ახალი პაკეტი ითვალისწინებს 181 ჯავშანმანქანას, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს, 190 მძიმე ტყვიამფრქვევს, საჰაერო დაზვერვის რადარებს, საზენიტო ქვემეხებს, საბრძოლო მასალებს და სხვ. ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ამ პაკეტში Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებია, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი საბრძოლო წარმატება მოუტანოს უკრაინულ მხარეს, რადგან მისი სროლის მანძილი 150 კილომეტრს შეადგენს და არის უახლოესი ტექნოლოგიებით მოქმედი რაკეტის სისტემის ჭურვი, რომელსაც მანევრირების საოცარი უნარი (ფრენის დროს იცვლის მიმართულებას) და სიზუსტე აქვს...
ფრაგმენტი სამხრეთ კორეის ტელევიზიით გასული სიუჟეტიდან
- Get link
- X
- Other Apps
ჩემი კომენატრი - აზერბაიჯანსა და სომხეთშ შორის არსებული ვითარების შესახებ
- Get link
- X
- Other Apps
10 05 22 კონფლიქტოლოგი, ზაზა ცოტნიაშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“პრესკლუბში
- Get link
- X
- Other Apps
ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის მხრიდან ღიად მხარდაჭერილი კანდიდატის მარცხი ოკუპაციის პირობებში მაინც კარგი ინდიკატორია, თუმცა, გაგლოევი, როგორც მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენელი, მოსკოვის მითითებებს გააგრძელებს, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ცხინვალისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტების ყოფილმა რექტორმა, ზაზა ცოტნიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცოტნიაშვილი ოკუპირებულ ცხვინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ხალხის აზრის ხელოვნურად შეცვლა ვეღარ გაბედეს. „მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, სადაც კრემლის ფავორიტი ბიბილოვი დამარცხდა და არჩევნებში ახალმა სახემ, ალან გაგლოევმა გაიმარჯვა. ვფიქრობ, რომ ის, ამ ეტაპისთვის, გარკვეული თვალსაზრისით საინტერესო...