წიგნში გაერთიანებული მასალების დიდი ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნალ-გაზეთბში ბოლო 10 წლის განმავლობაში, რაც ავტორის შემოქმედებით ბიოგრაფიას მოიცავს. მისი ინტერესის სფეროებია ლიტერატურა, ჟურნალისტიკა, თარგმანი, ზოგადი ადამიანური ღირებულებანი, საქართველოს დღევანდელობა და მისი წარსული, კერძოდ ცხინვალის რეგიონის პრობლემა. პუბლიცისტური წერილები აქტუალური იყო გამოქვეყნებისას. საკითხავია - რამდენად საინტერესოა მათში გამოხატული პოზიცია წლების გასვლის შემდეგ? ჩანს, წრფელად გამოხახული აზრი ღირებულებას ინარჩუნებს, მისი გაზიარება მკითხველისათვის ყოველ დროს სასურველი პროცესია.